თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ბექა კვიციანი ციხეში პოლიციელებს დაესხა თავს

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს გარდა მკვლელობის ბრალდებისა, ბრალი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის წარედგინა.
როგორც პროკურორმა დღევანდელ პროცესზე თქვა, კვიციანი დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებს თავს დაესხა.

პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი უაღრესად აგრესიული და დაუნდობელი ხასათი, ასევე ის ფაქტი, რომ ბექა კვიციანი მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა