თეგებით ძიება

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თვის პირველ ნახევარში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებებით გამოწვეულმა საფრთხემ ჩაიარა, ამიტომ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს არაფერი გიშლით. აქტიურად, მაგრამ ფარულად უნდა იმოქმედოთ. წარმატების მისაღწევად გულმოდგინე შრომა მოგიწევთ.

კურო
წინა დღეების ტენდენცია გრძელდება. სავარაუდოდ, სოციალური და მიგრაციული სამსახურების თანამშრომლებს, მებაჟეებსა და ტუროპერატორებს ბევრი სამუშაო ელით. ეცადეთ, არაკეთილმოსურნეთა ქმედებები დროულად ამოიცნოთ და გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენი პირადი იცინიატივები არავის სჭირდება.

ტყუპები
შესაძლოა, მოქმედ ხელშეკრულებებში შეცდომები აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იურისტების მხრიდან არაკეთილსინდისიერება, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ნუ დაკარგავთ რეალობის გრძნობას. ეცადეთ, იოლმა წარმატებამ სიფრთხილე არ დაგაკარგვინოთ.

კირჩხიბი
ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე კირჩხიბებს წარმატებული დღე ელით. შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით კირჩხიბი ადვილად შეძლებს ხელმძღვანელი თანამდებობა დაკავებას და ხელქვეითებისთვის ყველაფერს გააკეთებთ, რაც მის ძალებს არ აღემატება. ეცადეთ, რომ თავი ბრძენ, სერიოზულ და გამოცდილ ადამიანად წარმოაჩინოთ.

ლომი
სტუდენტებს, მეცნიერებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლებს წარმატებული დღე ელით. პლანეტების განლაგება ლომების აქტიურობას პროფესიული სრულყოფისკენ მიმართავს. სავარაუდოდ, თქვენი ფიქრები ახალი გეგმებისა და მიმზიდველი იდეებისკენაა მიმართული, მაგრამ სამსახურებრივი ვალდებულებები მათ რეალიზაციაში ხელს გიშლით.

ალწული
ამ პერიოდში მოსალოდნელია დაწყებული საქმეების შეჩერება და იმ კონტრაქტებისა და კავშირების გაწყვეტა, რომლებზეც იმედს ამყარებდით. მოთმინება გამოიჩინეთ. არ ღირს წვრილმანი უსიამოვნების დრამატიზება. გახსოვდეთ, წარმატება მაინც თქვენ დაგრჩებათ.

სასწორი
თქვენი ბიზნესი მეგობრული და არაფორმალური შეთანხმებების წყალობით წარმატებული გახდება. გეგმებს წარმატებით განახორციელებთ და დამსახურებულ ავტორიტეტს მოიპოვებთ, თუმცა, სიფრთხილე აუცილებლად გმართებთ: პარტნიორებმა, შესაძლოა, თქვენს ზურგს უკან იმოქმედონ.

მორიელი
დღის პირველ ნახევარში დახმარება დაგჭირდებათ, რაზეც მშობლები ან მეგობრები უარს არ გეტყვიან. ვარსკვლავები გირჩევენ, სიამაყის გამო დახმარებაზე უარი არ თქვათ. გჯეროდეთ, რომ ახლობელი ადამიანების დახმარება მძიმე დამოკიდებულებისგან გიხსნით.

მშვილდოსანი
კამათისა და კონფლიქტებისკენ მიდრეკილი იქნებით, რაც სამომავლოდ, სამსახურებრივ საქმიანობაში და პროფესიულ ზრდაში ხელს შეგიშლით. ნუ მოახდენთ საკუთარი გარემოცვის იდეალიზებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ეგოისტი ადამიანები ღირსეულად ვერ შეგაფასებენ.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, დროულად გაერკვეთ უსიამოვნო სიტუაციებში, დაგეგმოთ სამომავლო ქმედებები და ყველანაირი გზით მოერიდოთ ძალადობას. სამყარო სარკისებურია. დრაკონის მოკვლით თავად ხდებით დრაკონი. ბოროტზე გამარჯვება ძალადობით შეუძლებელია.

მერწყული
შესაძლოა, ღონისძიებაზე ან პრეზენტაციაზე დაგპატიჟონ. გადაწყვეტთ, საყვარელ ადამიანს საჩუქარი გაუკეთოთ. ძირითადად, ორიენტირება საკუთარ გემოვნებასა და უპირატესობებს შორის მოგიწევთ: რაც მოგეწონებათ თქვენ, ის უნდა მოეწონოს ადრესატს. შეეცადეთ, არ იყიდოთ ეგზოტიკური და უჩვეულო ნივთები.

თევზები
თქვენ მიერ გამოჩენილი ნებისმიერი ინიციატივა საოცარი წარმატებით განვითარდება, ამიტომ თამამად დაგეგმეთ ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები და წვეულებები. თუკი საკუთარი შრომის ანაზღაურების შეცვლა გსურთ, ეს დღე შესანიშნავია ხელმძღვანელთან ამ თემაზე სასაუბროდ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა