თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

ხელვაჩაურში სექსუალური ორიენტაციის გამო ძმაზე ძმას სისტემატიურად ამცირებდა და სცემდა

საია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს, რომელიც სექსუალური ორიენტაციის გამო ოჯახის წევრის (ძმის) მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მოძალადე მსხვერპლს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი.

საიას ცნობით, ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ოჯახში ძალადობა). სასამართლომ ასევე გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი და სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა