თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

\'\'ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, არ არის მეგობრობა\'\'- პაპუაშვილი კონგრესმენებზე

ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი, კომენტარს აკეთებს ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკაზე.

მისივე თქმით, კონგრსმენები თუ მეგობრები არიან, ეს არ არის მეგობრული ტონით მომართვა, უმჯობესია უკეთ ჩაიხედონ საქმეში და ისე დასვან შეკთხვები.

“კონგრესმენს უფლება აქვს, თუმცა, თუ მეგობრები არიან…. ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ამიტომ, ჩაიხედონ საქმეში და საკუთარ თავს დაუსვან ასეთი კითხვა: ასეთი პერსონა, თანამდებობის პირი, რომელიც 50 მილიონს ფლანგავს, რეჟიმმა რომელმაც ხალხი დახოცა და ქვეყანა გააცამტვერა…. თავიანთ ქვეყანაში ასეთ პიროვნებებს როგორ პასუხს გასცემდნენ? ამიტომ, ძალიან ნუ მივაჩვევთ ამ ადამიანებს, საქართველოს როგორც უნდათ, ისე გაუარ-გამოუარონ. კეთილი ინებონ, კარგად ჩაიხედონ დოკუმენტებში, კარგად ჩაიხედონ პროცესებში, მასალებში და ამის მერე გააკეთონ ეს განცხადებები. ”- აღნიშნა პაპუაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა