თეგებით ძიება
14. 02. 2020 News-ები

ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ბრალდებული ფოთის ყოფილი მერი, ირაკლი კაკულია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

არსებული ინფორმაციით, კაკულია 50 000-ლარიანი, ხოლო სხვა დაკავებულები 30-30 ათას ლარიანი გირაოთს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ მერობის დროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილ უფროსთან ერთად კომპანია კუნძულის დირექტორს უპირატესობა მიანიჭა, რის გამოც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა.

გამოძიების განმარტებით, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222 ლარით ნაკლები სამუშაო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა