თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ 40 ამერიკელს კორონავირუსი აქვს

BBC -ის ინფორმაციით,აშშ-მა იაპონიაში კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess​-იდან საკუთარი მოქალაქეებს ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანენ. ჯანმრთელი მგზავრები კი ჩარტერული რეისებით აშშ-ში დაბურნდებიან, სადაც მათ 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ.

Diamond Princess-ი იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან არის გაჩერებული, მას შემდეგ, რაც ლაინერის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ხომალდზე კარანტინი გამოცხადდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბორტზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ვირუსი 285-ს დაუდგინდა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 1700-მდე ადამიანი. ვირუსით ინფიცირების 2009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68 500-მდე გაიზარდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა