თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

სიყვარული და კორონავირუსი - ჩინელი პოლიციელი და მისი მეუღლე ერთმანეთს გამყოფი მინის მეშვეობით ესაუბრებიან

47 წლის ვან შუვენი ქალაქ სიუინჩჟოუს სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში მუშაობს. ქალაქი იუხანის მსგავსად კარანტინის ზონაშია და მისგან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ ამ საავადმყოფოში არიან მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული პაციენტები. მედდას, ისევე როგორც მის კოლეგებს პირველი პაციენტის შემოსვლის შემდეგ სამუშაო ადგილი არ დაუტოვებია.
დღე და ღამე მუშაობს შუვენის მეუღლე, 48 წლის ვან შენკუნი. იგი პოლიციელია და ქალაქის ქუჩებში კარანტინის წესების დაცვაზე და საზოგადოების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

ფოტოზე, რომელიც ჩინურ სოცქსელ Weibo-ში გამოქვეყნდა, ასახულია მათი შეხვედრა საავადმყოფოს საკარანტინო განყოფილებაში, სადაც ცოლ-ქმარს მინის კედელი ჰყოფთ და მობილური ტელეფონის მეშვეობით საუბრობენ. ამ შეხვედრამდე მათ ერთმანეთი 10 დღე არ ჰყავდათ ნანახი.

ეს ფოტო ვან შენკუნის კოლეგამ დილის 7:30 წუთზე გადაიღო და სოცქსელში გაავრცელა. ფოტოს სოცქსელში 30 ათასზე მეტი რეპოსტი და 15 ათასამდე ლაიქი აქვს. მას შემდეგ, რაც ფოტო ვირუსული გახდა, ჩინეთის სახელმწიფო პორტალმა Guancha-მ მისი პერსონაჟები იპოვნა და მათთან ინტერვიუც ჩაწერა.




წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა