თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში

17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა