თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

ცოცხლად დამწვარი 14 ბავშვი და ორსული ქალი- კამერუნის ოპოზიცია ხელისუფლებას მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს

კამერუნის ჩრდილო-დასავლეთში 22 ადამიანი მოკლეს თავდასხმისას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ბავშვი იყო, რომელთა შორის რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაიწვა.

ამ დრომდე არავის აუღია მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, თუმცა ოპოზიცია კამერუნის არმიას ადანაშაულებს. კამერუნის ხელისუფლება, რომელიც აღნიშნულ რეგიონში სამი წელია ებრძვის სეპარატისტებს, უარჰყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ორსული ქალია. საერთო ჯამში კი 14 ბავშვი იქნა მოკლული, რომელთა შორის ცხრა მცირეწლოვანი 5 წლისაც კი არ არის.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა