თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

ანრი ოხანშვილი ირაკლი შოთაძეზე - \'\'მისი თანაგუნდელები მხარს დაუჭერენ\'\'

გენერალურ პროკურორობის კანდიდატის წარდგენას მხარს უჭერენ მმართველი გუნდის წევრები. ამ საკითხზე ღია მხარდაჭერას გამოხატავს ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდული კომიტეტის თვაჯდომარე, ანრი ოხაანშვილი.

"ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და დავუსვამთ კითხვებს", — თქვა ოხანაშვილმა და შოთაძის პროკურორად მუშაობა პოზიტიურად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 თებერვალს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა