თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

მოზარდების მკვლელობის საქმე - "21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ 21 თებერვალს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.

“21 თებერვალს დასკვნითი ეტაპი გვაქვს, როდესაც დაცვამ აღნიშნულ საქმეზე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს. რადგან საქმე ძალიან მოცულობითი და ხმაურიანია, ბევრი დეტალია და ვადაც ძალიან ბევრი აქვს ამ მტკიცებულებებს თავისი წარმოშობის, შესწავლის თვალსაზრისით. საკმაოდ რთულ კომპონენტებთან გვაქვს საქმე და რადგან დასკვნითი სიტყვა ჯერ კიდევ არ მაქვს დამთავრებული, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადი კონტურები, რაც ამ საქმის ირგვლივ ტრიალებს, შემიძლია საზოგადოებას მოვახსენო.

კერძოდ, ამ საქმის ამ კონდიციამდე მიყვანაში, ასეთ გართულებაში, ცუდ შედეგებამდე მიყვანაში პირველ რიგში, ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ეს საქმე თავის დროზე რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიებულიყო, ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა და დაინტერესებულ პირებს, მით უფრო ზაზა სარალიძეს არ ექნებოდა იმდენი კითხვა, რისი საფუძველიც მას არაკომპეტენტურმა ორგანოებმა მისცეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების წუთიდან გამომძიებელი სრულიად არაკომპეტენტური აღმოჩნდა", - აცხადებს ადვოკატი.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. იგი თავის დროზე ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისულების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს“,-აცხადებს ადვოკატი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა