თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

"შევძელი და დავიბრუნე ჩემში ქალი...შეიძლება, ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდეთ, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის არსებობს ჩემს ცხოვრებაში" - თამარ ჭოხონელიძე

მომღერალი თამა რ ჭოხონელიძე თავისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდს ჟურნალ "თბილისელებთან" იხსენებს.

მომღერალი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში იყო ძალიან პერიოდი, როდესაც საკუთარი თავის ნდობაც არ ჰქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

"ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როცა შემეშინდა, ცხოვრებას არ გავებოროტებინე. მაშინ ყველაფრის რწმენა მეკარგებოდა, საკუთარი თავის ნდობაც კი არ მქონდა, ჩემი თავიდან ქალი მომშორდა, მაგრამ შევძელი და დავიბრუნე ჩემში ქალი. მაშინ ბევრი რამ გავაცნობიერე, რაც შეეხება მამაკაცს, შეიძლება, ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდეთ, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის არსებობს ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც მე - მის ცხოვრებაში. ჩვენ ორივე ერთგულები ვართ და ეს დავუმტკიცეთ ერთმანეთს. ჩემთვის ოჯახი ძალიან დიდი სიხარულის, სიამაყისა და სიმშვიდის მომტანია, რადგან სწორედ, ასეთ ოჯახში გავიზარდე. თუ არ არის ისეთი ურთიერთგაგება, რომელსაც შეუძლია ერთ ჭერქვეშ გაცხოვროს, მაშინ ურთიერთობა უნდა შეწყდეს. რელიგიურად გასაგებია, რასაც გვეუბნებიან, მაგრამ თუ ქალს არ აქვს შესაძლებლობა, ოჯახი შექმნას, ისე არ უნდა წავიდეს ამქვეყნიდან, რომ შვილი არ გააჩინოს", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ "თბილისელებთან".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა