თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

"ეს არის სირცხვილი"- ვოლკსი ოპოზიციის პერფორმანსმა გააღიზიანა და მედიას ისევ დაესხა

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო“ - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის პერფორმანსს.
„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა კრიტიკული მედიაც არ დატოვა კრიტიკის გარეშე და ჟურნალისტები ოპოზიციის დღის წესრიგის ხელშემწყობებად მოიხსენია.

"თქვენ ვისი ტიტუშკა ხართ...ეხლა უნდა ვუთხრა იმ გოგონას გამოვიდეს და..."- მიმართა დეპუტატმა ჟურნალისტს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა