თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

სისხლიანი ნაფეხურები პარლამენტთან - ახლაგაზრდები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციებს მართავენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა რამდენიმე პერფორმანსი გამართეს.

კიდევ ერთი პერფორმანსი მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა მოაწყეს. მათ წითელი საღებავებით ასფალტზე ნაფეხურები დახატეს და აღნიშნეს, რომ ეს ირაკლი შოთაძის და ასევე მის მიერ გაყალბებული საქმეების კვალია. ასევე ადგილზე ბუშტებით ჰაერში ბანერი გაუშვეს, რომელზეც შოთაძის მიერ წარმოებული საქმეებია ასახული.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გაგრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებენ. შოთაძე ამ დროისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს. მოსმენას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებას ხელისუფლების მხრიდან „უტიფრობად“ აფასებენ და ამბობენ, რომ მასთან კითხვები არ აქვთ. სხდომის დაწყების წინ პარლამენტში მცირე ინციდენტიც მოხდა. დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა ნიღბებით შევიდნენ, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. ისინი ირაკლი შოთაძეს დაუპირისპირდნენ და „მონა“ უწოდეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა