თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

"ნათქვამია, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველაო" - შოთაძე ოპოზიციას აკრიტიკებს

ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის პერფორმანსი გააკრიტიკა:

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ რეალიბა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს თუ ისინი ფიქრობენ რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან.

უპირველეს ყოვლისა მსგავსი ქმედებებით თითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველაო ნათვამია ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან რაც თავში მოხდა სწორედ ეს არის” თქვა მან.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში, სადაც შოთაძეს უსმენენ პოლიტპატიმრების გამოსახულებით ფლაერები დაარიგეს.

ხელსიუფლების ოპონენტები პარლამენტში ბიძია ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდნენ და შოთაძეს მონა უწოდეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა