თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

\'\'ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს\'\'- დავით ჭიჭინაძე \'\'ოცნებაზე\'\'

პოლიტიკური მოძრაობა ‘’ტრიბუნას’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე განცხადებას აკეთებს ირაკლი შოთაძის პორკორატურაში მეორედ მობრუნებაზე.

მისივე თქმით, შოთაძე ერთ დროს იყო ფინანსური ჯგუფის წარმომადგენელი და მომავალში კი მის საქმიანობას ფარცხალაძე განაგრძობს, ამიტომაც ცდილიობენ მის მობრუნებას ზარ-ზეიმით.

\'\'შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და წარმომადგენელი იყო და მომავალშიც წარმატებით განაგრძობს ფარცხალაძე, მამაცაშვილის მსახურებას. იმიტომაც ცდილობს „ოცნება“ მის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას, თანაც დიდი ზარ-ზეიმით“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

იგივე ასევე განმარტავს, რომ მმართველი ხელისფლების გადადგმულ ნაბიჯებს ბოლო დროს ლოგიკურობა არ ახლავს.

\'\'ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს. ეს დანიშვნაც იმ ჯაჭვის გაგრძელებაა და მეტი არაფერი, რადგან ვისაც „ოცნებასთან“ ჰქონია შეხება, ყველამ კარგად იცის როგორ ხდება კანდიდატურების შერჩევა. უპირველესი მოთხოვნაა ერთგულება და ნაკლები კომპეტენციაა, საქმის მცოდნეები კი, არავის სჭირდება, მთავარია კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მსახური იყო.“- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა