თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

რუსულმა და სირიულმა ბომბდამშენებმა ათობით თურქული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს- ბულგარული მედია

რუსული და ბულგარული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას თურქული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განადგურებასთან დაკავშირებით.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა გაანადგურეს ტანკები, რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები და ჯავშანტრანსპორტიორები.

BULGARIANMILITARY-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც ერდოღანსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა სირიაში, ეს მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა თურქული მხარისთვის. წინა კვირიდან დღემდე, თურქმა და პრო-თურქულმა სამხედროებმა დაკარგეს თითქმის ასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, რომელიც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა შემოიყვანეს იდლიბის რეგიონში.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ჩრდილო-დასავლეთით სირიისა და რუსეთის ავიაციის მოქმედებების შედეგად განადგურებულია თურქეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული 23 ტანკი, მათ შორის 4 გერმანული ლეოპარდის ტიპის. აგრეთვე მწყობრიდან გამოვიდა და სრულად დაიწვა 50-მდე ჯავშანტრანსპორტიორი, 18 ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო დანადგარები, 20 სამხედრო სატვირთო მანქანა, იარაღისა და სამხედრო ამუნიციის 2 საწყობი.

ადგილობრივებზე დაყრდნობით, 300 ამბოხებული მებრძოლი იქნა განადგურებული ზემოხსენებული საჰაერო იერიშების შედეგად.

ბულგარულმა მედიამ გაავრცელა აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 17 თებერვალს გამთენიისას რუსულმა ფლოტმა კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით იერიში მიიტანა ამბოხებულებზე იდლიბში მას შემდეგ, რაც დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია ალეპოში მყოფი სამხედროების განზრახვაზე კონტრ-შეტევასთან დაკავშირებით.

მონიტორინგის ჯგუფების თქმით, ქალაქ აინჯარში მასშტაბურად განხორციელდა მოწყინააღმდეგეთა პოზიციებზე ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს რუსეთის ფლოტში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა