თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

ფოფხაძე შოთაძეს: "მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, აღძრავთ საქმეს ივანიშვილის წინააღმდეგ?"

მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, აღძრავთ საქმეს ივანიშვილის წინააღმდეგ? - შესაბამისი კითხვით მიმართა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ირაკლი შოთაძეს, რომელსაც პარლამენტში 2 საათზე მეტია უსმენენ.
ფოფხაძე დაინტერესდა საჭიროების შემთხვევაში რამდენად შეძლებს შოთაძე სამართლებრივი დევნა დაიწყოს ივანიშვილის წინააღმდეგ.

„მარტივ მოდელირებას შემოგთავაზებთ. თუ თქვენ ხელთ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კორუფციული დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა პირობითად ბიძინა ივანიშვილმა. თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორი იქნება. ამ მტკიცებულებების საფუძველზე აღძრავთ თუ არა საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად. ან ვთქვათ, გედი ფოფხაძე არის არასასურველი პოლიტიკოსი, აღძრავთ თუ არა საქმეს პოლიტიკური მოტივაციით“,- მიმართა გედევან ფოფხაძემ გენპროკურორობის კანდიდატს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა