თეგებით ძიება
17. 02. 2020 News-ები

"ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა"- დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა “DAYTONA 500“-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა.

„Daytona-500 ლეგენდარული რბოლაა. დღეს უამრავი პატრიოტი მოვიდა აქ, რათა მსოფლიო კლასის უსწრაფესი ავტომობილები იხილონ. თუმცა, NASCAR-ის ფანები არასოდეს დაივიწყებენ, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ გაიმარჯვებს დღეს, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. რეზინი დაიწვება, ფანები იყვირებენ ემოციებისგან და უდიდესი ამერიკული ავტორბოლა დაიწყება“ - განაცხადა ტრამპმა

DAYTONA 500-ის ცერემონიალს ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. ეს აშშ-ში ყველაზე პოპულარული საავტომობილო რბოლაა, რომლის საპრიზო თანხაც 18 მილიონ დოლარს შეადგენს.

რბოლა ტრამპის ფრაზით დაიწყო : „ დაქოქეთ ძრავები ბატონებო“.

ტრამპი მეორე პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელიც DAYTONA 500-ის ცერემონიალს დაესწრო ჯორჯ ბუში უმცროსის შემდეგ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა