თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე მისი კოლეგების მსგავსად აქციის მონაწილეთა თავებს ითვლის. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომნარემ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლისას განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისია და აქციებით და სხვადსხვა პერფორმანსებით უნდათ, რომ გამოაცოცხლონ პოლიტიკური მოძრაობა.

„ადრე 200 ნაციონალი იდგა ხოლმე აქ, ახლა არ ვიცი, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. 200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, ნაცმოძრაობას უნდა, რომ აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. კრიზისი არის "ნაციონალურ მოძრაობაში". მე პირადად მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად "ქართული ოცნების" გუნდიც ასე მოიქცევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა