თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და ოპოზიციურ ჯგუფებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველოს ხელისუფლების ახალი სტრატეგია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ გააჟღერა და განაცხადა, რომ არაა აუცილებელი, ერთ შეხვედრაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი იყოს წარმოდგენილი.

"მზად ვართ მოლაპარაკებისთვის ოპოზიციასთან და შეგვიძლია შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, არაა აუცილებელი, ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი, შეგვიძლია შევხვდეთ ცალკე და ვისაუბროთ საარჩევნო გარემოზე", - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, მანამდე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ოპოზიცია დაუბრუნდება მოლაპარაკების რეჟიმს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა