თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

„20 წელიც შემომეპარა“ - რა დაწერა მოსკოვში, ცეკვის დროს გარდაცვლილმა გოგომ სოციალურ ქსელში

14 თებერვალს, 20 წლის სამტრედიელი გოგონა „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა.

შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანა ენგიბარიანი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.

მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.

„20 წელიც შემომეპარა“ – წერდა ანა. პოსტის კომენტარებში მას ულოცავენ, თუმცა იმ დღის შემდეგ გოგონას გვერდზე მისი აქტივობა წყდება.

არსებული ინფორმაციით, რესტორანი სადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა მამამისის, მიშა ენგიბარიანის საკუთრება იყო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა