თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

მკვლელობა გუდაურში - როგორ გამოიყურება ყოფილი სამხედრო, რომელსაც 28 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებიან

რამდენიმე წუთის წინ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ კობიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც ფოტოდან ჩანს, ყოფილი სამხედრო სასტიკადაა ნაცემი.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ 39 წლის მამაკაცი თავადაც დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება.
ადვოკატების მონაყოლით, მერაბ კობიაშვილი თავდამსხმელებმა რამდენჯერმე სცემეს. კობიაშვილის უფლებადამცველების თქმით, დაკავებული არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში.

რაც შეეხება მკვლელობას, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა "გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი".

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილი 2 დღის წინ მოკლეს. ახალგაზრდა ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.

საქმეში მინიმუმ ორი ვიდეო-მტკიცებულება დევს, ერთ-ერთში მკვლელობამდე არსებული დაპირისპირებაა ასახული. კადრში მინიმუმ 6 პირი ჩანს. ახალგაზრდები ურტყამენ ყოფილ ჯარისკაცს.

მოკლულის ახლობლები კი აცხადებენ, რომ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი დავით სეთურიძე, რომელიც თვითხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ის უმძიმეს მდგომარეობაშია.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა