თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

ქალაქ ქობულეთის ნაწილს 19 თებერვლის გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 19 თებერვლის დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ქობულეთში კერძოდ, 9 აპრილის, აღმაშენებლის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, თავისუფლების, თამარ მეფის, ჯორბენაძის, კომახიძის, ლესელიძის, ნინოშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 19 თებერვლის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა