თეგებით ძიება

19 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. პირად ცხოვრებაში პრობლემებია მოსალოდნელი. ადვილი შესაძლებელია, რომ თავიდან ვერ აიცილოთ კამათი მეზობლებთან და საერთოდ უცნობ ადამიანებთანაც კი. სავარაუდოდ თქვენ ამჯერადაც ვერ გაგებენ. არ ღირს შენაძენების გაკეთება, რადგან ეს წარუმატებელი აღმოჩნდება. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებზე.

კურო. შეეცადეთ დღეს თავს დამტყდარი პრობლემები ახლოს არ მიიტანოთ გულთან. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. წარმატებული იქნება შეხვედრები პარტნიორებთან, რომლებიც არაფორმალურ გარემოში მოხდება. სახლში სიმყუდროვე და სიმშვიდე დაისადგურებს. შეეცადეთ საჩუქრებით გაანებივროთ ახლობელი ადამიანები.

ტყუპები. ეს დღე დაძაბული და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით დატვირთული იქნება. შესაძლებელია მოულოდნელი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ და შეცვალოთ კიდევაც სამომავლო გეგმები სამსახურში. ასევე მოსალოდნელია კონფლიქტები სასახურში პარტნიორებთან. ამასთანავე, თუ ამ დღეს საქმიანი გარიგების გაფორმებას შეძლებთ, ის ძალიან მომგებიანი იქნება.

კირჩხიბი. დღეს სტუმრებით სავსე სახლს ელოდეთ. მოემზადეთ ნათესავების დასახვედრად სხვა ქალაქიდან ან ძველი ნაცნობების, თანამშრომლებისა თუ თანაკლასელების მოულოდნელ ვიზიტებს. სამსახურში ბევრი დამღლელი საქმე და ქაღალდებთან მუშაობა გელით.

ლომი. ეს დღე აქტიური სამუშაოსთვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და ორიენტირებას შეძლებთ საქმეზე, ძალიან ბევრს მოასწრებთ. თვეობით გაწელილი პრობლემების მოგვარებას დღეს მარტივად და სწრაფად გაარათმევთ თავს. თუ საღამოსთვის რომანტიკული შეხვედრა გააქვთ დაგეგმილი, ის სავარაუდოდ ხელის თხოვნით დასრულდება.

ქალწული. ცვალებადი განწყობის დღეა. შეეცადეთ საკუთარ თავში პოზიტივი შეინარჩუნოთ და ნუ აჰყვებით ცდუნებებს. თქვენ შეძლებთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისაკენ შემობრუნებას თუ ყურადღებით მოეკიდებით ყველაფერს და სწორ დასკვნებს გააკეთებთ. არ ღირს უმოძრაოდ, მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა და სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება.

სასწორი. ამ დღემ შესაძლოა ბევრი გასწავლოთ, მხოლოდ მზად იყავით მოსასმენად. მიიღეთ ახლობელი ადამიანების დახმარებები და მეგობრების რჩევები. ერთად უფრო მარტივი იქნება დაგროვილი პრობლემების გამკლავება. თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, დღის მეორე ნახევარი ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. ისინი ძალიან საჭიროებენ თქვენს ყურადღებას.

მორიელი. სანამ სადმე წახვიდოდეთ, კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ეს და სასარგებლო თუა თქვენთვის. ნურავის აჰყვებით. უჯობესია საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, მეტი იმოძრაოთ. საათობით ფეხით სეირნობამ შესაძლოა სასწაულები მოახდინოს. შეავსეთ კვების რაციონი B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტებით.

მშვილდოსანი. არ არის სასურველი ნებისმიერთან კონტაქტში შესვლა. უმჯობესია მიმდინარე კვირის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ.

თხის რქა. ოცნებები, რომლებიც თქვენთვის მუდამ არარეალური იყო, შესაძლოა დღეს ასრულდეს. პროფესიულ საქმიანობაში წარმოუდგენელი წარმატება გელით. მხოლოდ საჭიროა საკუთარი თავის რწმენა და გაუბედავობაზე უარის თქმა.

მერწყული. მერწყულებისთვის ეს უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თქვენი გეგმები და ჩანაფიქრები არ განხორციელდება. შეეცადეთ არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობას გაგირთულებთ. ოჯახშიც მოთოკეთ საკუთარი უარყოფითი ემოციები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩხუბი გელით. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

თევზები. მარტოხელა თევზებს საკუთარ საბედოსთან შეხვედრა გელით. ერთადერთი მინუსი ამ დღისა, ცოტაოდენი შეუძლოდ ყოფნა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. თქვენ მზად უნდა იყოთ ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისათვის. ერიდეთ კამათს ხელმძღვანელებთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა