თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

\'\'ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარებაში\'\' - მეცნიერებათა აკადემია

დღეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ის 64 წლის გახდა. მეცნიერებათა აკადემია ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.

‘’ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.

თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ქართველ მეცნიერთა სახელით

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე

ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი

აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძ\'\'.-წერს მეცნიერებათა აკადემიის წარმომდგენელი სოციალურ ქსელში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა