თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

"თუ ბელორუსს დამოუკიდებლობა სურს, ისეთივე ომისა და სირთულეების გადატანა მოუწევს, რაც ჩვენ გადავლახეთ" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და ბელორუსს შორის პოტენციურ სამხედრო დაპირისპირებაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ არ გამორიცხა ის მოსალოდნელი რეალობა, რომ ბელორუსს შესაძლოა მოუწიოს შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთთან. ამ ვარაუდის შესახებ მან ჩეხურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„რამდენიმე წლის წინ, მე ვესაუბრე ბელორუს ჟურნალისტებს და ოფიციალურად განვაცხადე, რომ თუ მათ დამოუკიდებლად არსებობა უნდათ, მოუწევთ იმავე ომის, გაჭირვების და სირთულებიის გადალახვა, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ამ მოსაზრებაში ისინი არ მეთანხმებოდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ეჭვიც არ გააჩნიათ აღნიშნულ საკითხზე“ ,- განაცხადა პროსტაიკომ.

ჩვენი რჩევა ასეთია ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს მიმართ : „ როდესაც საუბარია რუსეთზე, შენ ორი არჩევანი გაქ: უცხოელი პარტნიორების დახმარებით უნდა იყო მგრძნობიარე, მშვიდი და შეეგუო წაგებას, ან დაიწყო ახლავე ბრძოლა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა