თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა - 18 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებაზე იმსჯელა და ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ცვლილების მომხრე იყო 31 დეპუტატი, ხოლო არცერთი წინააღმდეგი. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.
საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია იმან, რომ წელს უნდა მოხდეს ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლება, გარდა ამისა დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისათვის ხელფასების ზრდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა