თეგებით ძიება
18. 02. 2020 News-ები

როგორ მიულოცა გიორგი ჯანელიძემ დაბადების დღე ბიძინა ივანიშვილს?

18 თებერვალს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, მას უამრავმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის იუმორისტმა გიორგი ჯანელიძემაც, რომელიც ორიგინალურობითა და იუმორით ნამდვილად გამოიჩევა სხვა მილოცვებისაგან. იუმორისტმა განცხადება თავის პირად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს და იყიდება ტიოიტა კოროლა 2007 წლის. 1,6 ბენზინი, მრავალფუნქციური მექანიკა. ყველაფერი უმუშავებს და ჯერჯერობით არაფერი არაგეგმიური არ მოსვლია.
აქვს ნაკაწრები და სეტყვის კვალი, ამიტომ ყველაზე კარგია თუ პირველად ყიდულობთ მანქანას.
მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში და სერიალში. ფასი 3999$-ს ოდენობის ლარი.
დეტალებზე მოიწერეთ ინბოქს." - წერს გიორგი ჯანელიძე.











წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა