თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

ხმაურიანi სხდომა აჭარის ტელევიზიაში და ორი განსხვავებული აქცია შენობასთან - მოქალაეთა ნაწილი "კარგი ამბების" გაშუქებას ითხოვს

ხმაური აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან - ტელევიზიასთან მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად ორი აქცია იმართება. აქციის მონსწილეების ნაწილი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზია და "კარგ ამბებს" არ აშუქებს.

რაც შეეხება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მიმდინარე პროცესებს, აქ საშტატო ცვლილებებს განიხილავენ.

საქმე ეხება აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერის, მაია მერკვილაძის თანამდებობის გაუქმებას.

არხის თანამშრომლების ნაწილს მიაჩნია, რომ ახლად არჩეული დირექტორი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა