თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

ლიბია სამხედრო შეტაკებების განახლების ზღვარზეა- მოლაპარაკების ფონზე გენერალი ჰაფთარის ძალებმა ტრიპოლი დაბომბეს

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ სამშვიდობო პროცესების განხორციელებაზე გენერალ ჰაფთართან შეწყვიტა მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა დაბომბეს ტრიპოლის პორტი, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

ჟენევაში იმართებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიცირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის- ოფიციალური ტრიპოლის მთავრობასა და ე.წ ლიბიის ეროვნულ არმიას შორის. მოლაპარაკებებში ჩართული იყო აქტიურად რუსული და თურქული მხარე, რომლებიც ორივე მხარეს უმაგრებდნენ ზურგს. მოლაპარაკების მიუხედავად, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ, რამაც ბარელი ნავთობის ექსპორტი 1 მილიონამდე შეამცირა.

თავდასხმასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო საბჭომ განაცხადა, რომ აუცილებლად გასცემენ მკაცრ პასუხს ჰაფთარის ძალებს.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ამბოხებული გენერალი ჰაფთარის სამხედრო ძალები და გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული ფაიეზ ალ-სარაჯის ხელისუფლება. 12 იანვარს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვეს თურქეთისა და რუსეთის ლიდერებმა, თუმცა მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა, რის გამოც ჰაფთარმა დატოვა შეხვედრა მოსკოვში და ხელი არ მოაწერა დაზავების დოკუმენტს


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა