თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

ჭიათურაში რამოდენიმე მაღარო პარალიზებულია- პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.

სოფლის მაცხოვრებლებმა შუქრუთში არსებული 12-ვე მაღაროს მუშაობა შეაჩერეს.

"მთელი სოფლის 90% დგას აქ და არ ვაპირებთ აქციების მანამდე შეწყვეტას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს შუქრუთში ერთ-ერთი მცხოვრები.

მოსახლეობა კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას თვეებია ითხოვს. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს.
შუქრუთში უცილებელია ეს საკითხი არა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ გამოიძიოს.

"ჯორჯიან მანგანეზში" აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით პორტესტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.
მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.
თავის მხრივ კომპანიამ მაღაროების პარალიზების დროს მიყენებული ზარალისთვის შუქრუთის 81 მცხოვრებს სასამართლოში უჩივლა. "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 20 თებერვალს გაიმართებამაღაროების მფლობელი კომპანია კი მოსახლეობას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი პროტესტი მაღაროს საქმიანობას აფერხებს, რაც ჭიათურელების შემოსავლის ძირითადი წყაროა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა