თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

ძალიან მჭირდება და მინდა ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად - ზურა ხაჩიძე

მომღერლ ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქორწინებიდან 14 წელი გავიდა. ზურა ჟურნალ "სარკესთან" მათი ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნოშნავს, რომ ხათუნას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

14 წელი გავიდა ქორწინებიდან ისე 16 წელია ერთად ვართ. ძალიან კარგად მახსენდება ქორწილის დღე, მაშინ უფრო მეტი სიყვარელი გაგვაჩნდა ადამიანებს ერთამანეთის მიმართ. თბილი და მხიარული ქორწილი გამოგვივიდა. ბოლომდე გავერთეთ, თუ არ ჩავთლით, იმ ინციდენტს, როცა ზალიკო ბერგერის გამო კლინიკაში აღმოვჩნდით. ალბათ, გახსოვთ მან თაკო დოლაბერიძე ხელში აიყვანა, წაიქცა და ფეხი მოიტეხა.

- ამ 16 წლის განმავლობაში ალბათ იყო რთული პერიოდებიც თქვენს ოჯახში.

- ურთულესი გზა გავიარეთ, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ხუთი წელი. შეყვარებულ წყვილებს ვურჩევ, განსაკუთრებით მოუფრთხილდნენ ურთიერთობას პირველი 5 წელი. გვქონია ისეთი ეტაპები, როდესაც გვიჩხუბია გვიკამათია და დანგრევის პირამდეც მიგვიყვანია ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჯვრისწერის მადლმა, სიყვარულმა და პატივისცემამ ყველაფერი გადაგვალახინა.

- რა არის ხათუნაში ისეთი, რასაც დღემდე ყველაზე მეტად აფასებთ?

- მე ხათუნას სახით არა მარტო მეუღლე მყავს გვერდით ის ჩემი ძმაკაციცაა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი აზრია და არ მრცხვენია ამის თქმის. კრიტიკასაც მისგან უფრო ვიღებ.

- რას ეტყოდით თქვენ საყვარელ ქალს დაუფარავად, მთელი ქვეყნის წინაშე?

- პირველ რიგში, მინდა მაპატიოს და შემინდოს, თუ რამე მიწყენინებია მისთვის. პატიებას ვითხოვ, ამ 16 წლის მანძილზე თუ მასზე ხმა ამიწევია ან გული მიტკენია. დანარჩენი თვითონ იცის, როგორ მიყვარს და რამდენად დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ვიტყვი, რომ ძალიან მჭირდება და მინდა ძალიან დიდხანს ვიყოთ ერთად!


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა