თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

"ქართული ოცნების მიერ ოპოზიციის ლიდერების დევნა, უგულავას დაკავება ვაშინგტონში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია"- კარპენტერი

ქართული ოცნების მიერ ამერიკელ პოლიტიკოსებთან „კომუნიკაციის ენის“ მომზადებისთვის ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში და ბაიდენის ცენტრის მოქმედი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ეხმაურება. მისი აზრით, რომელი ლობისტური კომპანიაც არ უნდა იქირაოს ქართულმა ოცნებამ, ეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„ბევრი მთავრობა ქირაობს ლობისტებს, რომ გაისუფთაონ საკუთარი იმიჯი და დაარწმუნონ გავლენიანი ხალხი ვაშინგტონში, რომ მათი პოლიტიკა არ მოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრინციპებთან წინააღმდეგობაში, მაგრამ კონგრესის წევრებმა მათივე თანამშრომლებისა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან ძალიან კარგად იციან თუ რა ხდება სინამდვილეში. თუ რა მიზნით ქირაობს თქვენი მთავრობა ლობისტებს, ეს მათ უნდა კითხოთ. ვაშინგტონის გადმოსახედიდან შემიძლიათ გითხრათ-მთავრობის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა 2020 წლის არჩევნებისთვის, ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავება და ოპოზიციის ლიდერების დევნა და ასევე სხვა ნაბიჯები, ამერიკაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და ეს პრობლემატურია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა