სახალხო დამცველმა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში, დევნილები მოინახულა
2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გამყოფი ხაზის სოფელ შამგონაში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტები მოინახულა, მობინადრეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
„შამგონაში მცხოვრებ დევნილთა მთავარი პრობლემა არის განსახლება, რადგან ისინი დღემდე იმ ობიექტებში ცხოვრობენ, რომელშიც ომის დროს შეასახლა ხელისუფლებამ. სამწუხაროდ, დღეს ეს შენობები ავარიულია, ინგრევა და მასში ცხოვრება არ არის უსაფრთხო. შენობები კეთილმოუწყობელია, არ თბება და ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ პირობებს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
წყარო:newposts.ge