„ჩვენ მოვგვარდებით...“ - არის თუ არა ნაწყენი მერაბიშვილი სააკაშვილზე და რატომ იღებს პასუხისმგებლობას ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაზე
ისაუბრებს თუ არა ყოფილი პრემიერი მიხეილ სააკაშვილთან - გადაცემაში " ღამის მთავარი" მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ყველას შეხვდება.
"ყველა ჩემს მეგობარს მე შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია. მე მას ვთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად. ყველას აზრს მოვისმენ, რჩევას მივცემ და შევეცდები რომ ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
კითხვაზე, ეწყინა თუ არა მას ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ტაიმაუტი და მსოფლიოს შეცნობა ურჩია, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ისინი მეგობრები არიან და თავისუფლად უზიარებენ ერთმანეთს აზრებს.
წყარო:newposts.ge