თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

\'\'ხოშტარიას ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი\'\' - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხოშტარიაზე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ევროპული საქართველოს ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემულსა და "ქალის სახე დაკარგულს" უწოდებს. ის პოლიტიკოსს სექსისტურად აფასებს და ამბობს, რომ ხოშტარიასგან განსხვავებით, "ქალი არის კდემამოსილი".

თავდაპირველად მან ხოშტარიას შეურაცხყოფა ფეისბუქგვერდზე მიაყენა. პოსტში ის წერდა, რომ დეპუტატი "უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა". ტელეკომპანია ფორმულას კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს სანანებელი.

"მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება... ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო", — განაცხადა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ რაც პროტესტის ნიშნად პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო ელენე ხოშტარია პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა. მას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა აგინა და ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. ქართული ოცნების მხარდამჭერები კი ხოშტარიას რესტორანში მიუვარდნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა