თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

“ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო”?

ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, _ იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვის კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო?

ქალ­ბა­ტო­ნი სევ­დია ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და. მარ­თა­ლია, საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ხე­ლი ჰკრა, მაგ­რამ თა­ვად გა­მო­ი­ჩი­ნა სულ­გ­რ­ძე­ლო­ბა და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე პა­ტრო­ნობ­და მა­მამ­თილს, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, მე­გობ­რო­ბაც გა­უ­წია და მა­მის მა­გივ­რო­ბაც…

– ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­მა­ტო­ვა. დავ­რ­ჩი ორ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად. მათ გაზ­რ­და­ში ხე­ლის შემ­შ­ვე­ლებ­ლე­ბი კი მყავ­დ­ნენ, მაგ­რამ ხომ იცით, რო­ცა ქალს ქმა­რი უდ­გას მხარ­ში, რო­გო­რი უვარ­გი­სი კა­ციც უნ­და იყოს, მა­ინც გგო­ნია, რომ ძლი­ე­რი ხარ, მა­ინც სხვა­ნა­ი­რად ამა­ყი და­ა­ბი­ჯებ ამ ქვე­ყა­ნა­ზე… ფრთა­მო­ტე­ხი­ლი­ვით დავ­რ­ჩი ქმრის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ. თავს ვიტყუ­ებ­დი, რომ და­მიბ­რუნ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მა­მამ­თი­ლის სახ­ლი­დან არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მით უმე­ტეს, რომ ქა­ლის ხე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ. დე­დამ­თი­ლი ცოცხა­ლი არ იყო და ვუვ­ლი­დი მო­ხუცს, არც მაზლს ვტო­ვებ­დი უყუ­რადღე­ბოდ, რო­მელ­საც არც ცო­ლი ჰყავ­და და არც შვი­ლე­ბი. თა­ვი­დან ყვე­ლა მა­ქებ­და, მაგ­რამ გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი და და­იწყეს ჩურ­ჩუ­ლი: ეს გო­გო ან შტე­რია, ან წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვს. აბა, მაზლს და მა­მამ­თილს მო­სამ­სა­ხუ­რედ რა­ტომ უდ­გა­სო? არა­და, მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ ძლი­ე­რი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი და ჩე­მი წაყ­ვა­ნა მშობ­ლე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ენას ხომ ძვა­ლი არ აქვს და ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, – იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვის კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო?

– ამ ჭო­რებ­მა თქვე­ნამ­დე რო­გორ მო­აღ­წია?

– მე­ზო­ბელ­მა გო­გომ მითხ­რა, შენ­ზე ძა­ლი­ან ვდარ­დობ და ვერ და­გი­მა­ლავ, რა­საც უბან­ში ამ­ბო­ბე­ნო. გავ­მ­წარ­დი. ბევ­რი ჩუ­მად ვი­ტი­რე, მაგ­რამ ბო­ლოს სი­მარ­თ­ლე ვერ დავ­მა­ლე და რო­ცა მა­მამ­თი­ლი ჩა­მა­ჯინ­და, – ქმრის გარ­და, კი­დევ რა სა­დარ­დე­ბე­ლი გაქვს? ხომ არა­ფე­რი გაწყე­ნი­ნე­თო? – ვერ და­ვუ­მა­ლე და ვუთხა­რი, რა­საც სა­მე­ზობ­ლო­ში ამ­ბობ­დ­ნენ. გა­და­ი­რია ეს ავად­მ­ყო­ფი კა­ცი და იმ ღა­მეს მი­სი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა მოგ­ვიხ­და, გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა. მად­ლო­ბა უფალს, გა­დარ­ჩა და მე არ გავ­ხ­დი მი­სი სიკ­ვ­დი­ლის მი­ზე­ზი. შინ რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, მარ­თა­ლია, სუს­ტად იყო, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი მის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლას ელა­პა­რა­კე­ბო­და ჩემს სათ­ნო­ე­ბა­ზე: ვე­ცო­დე­ბი, ავად რომ ვარ. თან, შვი­ლის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ და­ვუ­ჩო­ქე, რომ არ მი­ვე­ტო­ვე­ბი­ნე და აჰა, ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი კე­თი­ლია, გვერ­დი­დან აღარ მშორ­დე­ბა. თუმ­ცა, ახ­ლა ვხვდე­ბი, ჩვენ გა­მო მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა არ ღირს. ჩემ­მა შვილ­მა ქა­ლის გა­მო მი­ა­ტო­ვა და ახ­ლა, ამა­ნაც უნ­და იფიქ­როს სხვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ბი­ნას ვუ­ყი­დი ქა­ლაქ­ში და გა­ვუშ­ვებ და­ლოც­ვილ­სო. არ ვი­ცი, მის­მა სიტყ­ვებ­მა ხალხს გუ­ლი მო­ულ­ბო თუ არა, მაგ­რამ ერ­თი რამ ფაქ­ტია, მო­ხუც­მა სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა: ცო­ტა და­ნა­ზო­გი ჰქო­ნია, ცო­ტაც და­ა­მა­ტა – ძრო­ხა გა­ყი­და, ღო­რიც და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი, კოხ­ტა ბი­ნა მი­ყი­დეს რა­ი­ონ­ში. ჩემს მაზ­ლ­ზე აუგი არ მეთ­ქ­მის. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, სახ­ლი­დან რომ უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თხე­ლაც არ დას­ც­დე­ნია საყ­ვე­დუ­რი იმის გა­მო, რომ მა­მამ ძრო­ხა ან ღო­რი გა­ყი­და ჩვენ­თ­ვის… მითხ­რეს, – ვი­ცით, მშობ­ლე­ბიც გი­პატ­რო­ნე­ბენ, მაგ­რამ შვი­ლი­ა­ნი ქა­ლის­თ­ვის ძნე­ლია თუნ­დაც, დედ-მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და ვი­ღა­ცის და­მად­ლე­ბუ­ლი ლუკ­მა. ჯო­ბია, მარ­ტო იყო და ყვე­ლა­ნი და­გეხ­მა­როთ, ვიდ­რე ჩვენ გვერ­დით იცხოვ­რო და უმა­დუ­რე­ბი ვი­ყოთ იმით, რა­საც აკე­თე­ბო. თუმ­ცა, ამ ოქ­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უმა­დუ­რო­ბა არას­დ­როს შე­მიტყ­ვია და არც არა­ს­დ­როს და­უ­მად­ლე­ბი­ათ რა­მე…

– სა­ო­ცა­რი მა­მამ­თი­ლი გყო­ლი­ათ, ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და გა­ბე­დუ­ლიც.

– ასეა. მა­მა­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და, – გათხო­ვი­ლი ქა­ლი ცალ­კე რა­ტომ უნ­და ცხოვ­რობ­დე­სო? მას ჩემ­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბო­და, მა­მამ­თილ­მა კი ეს ნა­ბი­ჯი თა­მა­მად გა­და­მად­გ­მე­ვი­ნა. ის მე­გობ­რუ­ლა­დაც ამო­მიდ­გა მხარ­ში და მა­მაშ­ვი­ლუ­რა­დაც. თვე­ში ერ­თხელ, სოფ­ლის პრო­დუქ­ტებს გვიგ­ზავ­ნი­და. მეც არ ვი­ვიწყებ­დი ამ კე­თილ მო­ხუცს და ვიდ­რე ცოცხა­ლი იყო, შვი­ლებ­თან ერ­თად, კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში, სახლს ვუ­ლა­გებ­დი, თბილ საჭ­მელს ვუმ­ზა­დებ­დი. რო­ცა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, ჩემ­თან წა­ვიყ­ვა­ნე და ბი­ნა­ში ვუვ­ლი­დი. რო­გორც მე­რე თა­ნა­სოფ­ლელ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­ჯე­რეს მე­ზობ­ლებ­მა ჩე­მი სათ­ნო­ე­ბა და ირ­წ­მუ­ნეს, რომ კე­თი­ლი გუ­ლი არ მიშ­ვებ­და ქმრის ოჯა­ხი­დან, თო­რემ საქ­მე გა­საქ­ცე­ვად ნამ­დ­ვი­ლად მქონ­და. მა­მამ­თი­ლი ჩე­მი სახ­ლი­დან გა­ვას­ვე­ნეთ და მად­ლი­ერ­მა მაზ­ლ­მაც, ხალ­ხის გა­სა­გო­ნად მა­ქო და მა­დი­და. მა­მის გას­ვე­ნე­ბა­მაც ვერ მი­იყ­ვა­ნა სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჩე­მი ქმა­რი. არა­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო და ჩვენ შე­სა­ხე­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

– შე­იძ­ლე­ბა გკითხოთ, თქვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

– კი, ბა­ტო­ნო, გეტყ­ვით: მი­ზე­ზი ქა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მე და ელ­გუ­ჯამ ერ­თ­მა­ნე­თი ავ­ტო­ბუს­ში გა­ვი­ცა­ნით. ორი­ვე ბაზ­რი­დან შინ ვბრუნ­დე­ბო­დით. გვერ­დიგ­ვერდ ვის­ხე­დით და ვგრძნობ­დი, რო­გორ თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად მი­ყუ­რებ­და, მაკ­ვირ­დე­ბო­და. უხერ­ხუ­ლო­ბის­გან არ ვი­ცო­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი და რო­ცა ჩემს სო­ფელს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ჩა­ვე­დი ტრან­ს­პორ­ტი­დან, რად­გან მე­გო­ნა, თა­ვი­დან მო­ვი­შო­რე აბე­ზა­რი ახალ­გაზ­რ­და. შინ რომ მი­ვე­დი და ჭიშ­კ­რის და­სა­ხუ­რად, ზურგს უკან შევ­ტ­რი­ალ­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ შო­რი­ახ­ლოს იდ­გა და იღი­მო­და. გა­ი­გო, სად ვცხოვ­რობ­დი და მე­რე ყო­ველ­დღე მო­დი­ო­და ჩემს სახ­ლ­თან, ჭიშ­კარს აუვლ-ჩა­უვ­ლი­და სტვე­ნა-სტვე­ნით. ვბრა­ზობ­დი, – ეს უზ­რ­დე­ლი, რას გა­და­მე­კი­და? ღირ­სია, მა­მა მი­უხ­ვ­დეს ჩა­ნა­ფიქრს და მაგ­რად სცე­მოს-მეთ­ქი. მა­მა ვე­რა, მაგ­რამ მე­ზობ­ლის ბიჭს არ გა­მორ­ჩე­ნია ეს ამ­ბა­ვი და ერთ დღე­საც, ჩემ გა­მო “საქ­მის გარ­ჩე­ვა” მო­აწყ­ვეს. თურ­მე, უბ­ნელ­მა ბი­ჭებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ სა­ბო­ლოო სიტყ­ვა გო­გოს უნ­და მეთ­ქ­ვა ანუ არ­ჩე­ვა­ნი იმ ორ ადა­მი­ანს შო­რის უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­მე­ლიც არც კი მიყ­ვარ­და. რო­ცა უკ­ვე ქმარს ვკითხე, რა­ტომ გქონ­და იმის იმე­დი, რომ შენ აგირ­ჩევ­დი-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: ყვე­ლა გო­გოს მოვ­წონ­დი, ვი­საც კი გა­ვუ­ღი­მე და შენ რა სი­ჯი­უ­ტე შე­გეყ­რე­ბო­და ასე­თი? თა­ნაც, აღი­ა­რე, იმ ბიჭს გა­რეგ­ნუ­ლად ხომ ბევ­რად ვჯობ­დი, მე კი სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­სი დე­დამ თა­ვი­დან­ვე მას­წავ­ლაო. მოკ­ლედ, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო.

– ბი­ჭებ­მა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე მარ­თ­ლა და­გა­ყე­ნეს?

– სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ იმ დღეს მე­გო­ბა­რი ბი­ჭი მო­მად­გა, რა­ღაც უნ­და გითხ­რა, გა­მომ­ყე­ვიო. ხომ იცით, სო­ფელ­ში რო­გორც ხდე­ბა, მე­ზობ­ლო­ბა სულ სხვა­ნა­ი­რად გვეს­მის და ცხა­დია, გავ­ყე­ვი. გზა­ში­ვე გა­მან­დო: ნი­კო და ვი­ღაც ბი­ჭი, მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან, შენ გა­მო კა­მა­თო­ბენ. შე­ნი სიტყ­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თ­მა­ნე­თი არ და­ხო­ცონ. რა­საც გუ­ლი გი­კარ­ნა­ხებს, ის თქვი. ნუ გე­ში­­ნია, შენს თავს არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვ­რი­ნებ, უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცია უნ­და გა­ირ­კ­ვე­სო. და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ მე­გო­ბარს მა­ინც გავ­ყე­ვი. ჩემს და­ნახ­ვა­ზე ნი­კო უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა და თა­ვი და­ხა­რა, ელ­გუ­ჯა კი უტიფ­რად, თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და და მის­მა ასეთ­მა თავ­ხე­დურ­მა საქ­ცი­ელ­მა ძა­ლი­ან და­მაბ­ნია. მე­გო­ბარ­მა მკითხა, – ამ ორი­დან რო­მე­ლი­მე მოგ­წონ­სო? – ნი­კო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ისე ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ძმას, ამ მე­ო­რეს კი სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და არც მი­სი გაც­ნო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. ჩე­მი პა­სუ­ხი ბი­ჭე­ბის­თ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და და შინ გა­მო­მიშ­ვეს. ვგრძნობ­დი, უფ­რო სწო­რედ, ზურგს მიხ­ვ­რეტ­და ელ­გუ­ჯას ცხე­ლი მზე­რა. ბი­ჭებს გა­და­უწყ­ვე­ტი­ათ, რომ ორი­ვეს სხვა გზა უნ­და მო­ე­ნა­ხა, რად­გან გო­გო უარ­ზე იყო. ნი­კო მარ­თ­ლაც, მას მე­რე თავს მა­რი­დებ­და და ელ­გუ­ჯაც კარ­გა ხანს არ­სად და­მი­ლან­დავს. ერთ დღეს, რო­ცა ისევ ბაზ­რო­ბი­დან, ავ­ტო­ბუ­სით შინ ვბრუნ­დე­ბო­დი, ტრან­ს­პორ­ტი გა­ა­ჩე­რეს. მძღოლ­მა გვითხ­რა, ცო­ტა ხა­ნი, ყვე­ლა­ნი ქვე­ვით უნ­და ჩახ­ვი­დეთ, ავ­ტო­ბუსს რა­ღაც და­ე­მარ­თაო. უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხი ჩა­ვი­და და მეც მათ ჩავ­ყე­ვი. უცებ, ვი­ღა­ცებ­მა ხელ­ში ამიყ­ვა­ნეს და მან­ქა­ნა­ში ჩამ­ტე­ნეს, ელ­გუ­ჯას სახ­ლ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. თურ­მე, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი იარა­ღით და­უ­ში­ნე­ბი­ათ. იმას მძარ­ც­ვე­ლე­ბი ეგო­ნა და შე­ე­შინ­და.

– ვი­ნა­ი­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი ქა­ლის შინ დაბ­რუ­ნე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი არ იყო, თქვენც შე­ე­გუ­ეთ ბედს, გა­მო­ვი­ცა­ნი?

– კი, ასე იყო. მაგ­რამ ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ელ­გუ­ჯა გა­რეგ­ნუ­ლად მარ­თ­ლა კარ­გი კა­ცი იყო და ამან მო­მატყუა. მის მი­მართ გულ­ში რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი გრძნო­ბა მეც მქონ­და და ეს გრძნო­ბა მას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბამ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­აღ­ვი­ვა, სიყ­ვა­რუ­ლად აქ­ცია. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ერ­თად ბედ­ნი­ე­რი 12 წე­ლი გა­ვა­ტა­რეთ, მე­რე კი ისე მი­მა­ტო­ვა, მის­გან ჩხუ­ბიც არ მახ­სოვს. ერთ დღეს უბ­რა­ლოდ, ად­გა და წა­ვი­და. ესეც იყო ალ­ბათ იმის მი­ზე­ზი, რომ მი­სი სახ­ლი­დან ჯი­უ­ტად არ წა­ვე­დი. ხომ იცით, ზო­გი­ერ­თი ქა­ლის სი­სუ­ლე­ლეს (ა­სე­თებს შო­რის ვარ თა­ვა­დაც) არ აქვს საზღ­ვა­რი და მეც ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ოდეს­მე მოჰ­ბეზ­რ­დე­ბო­და ის სხვა და და­მიბ­რუნ­დე­ბო­და. თუმ­ცა, მე­რე უიმი­სოდ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა და მა­მამ­თი­ლის საქ­ცი­ელ­მა მი­მახ­ვედ­რა, რომ ადა­მი­ანს არ შე­იძ­ლე­ბა, და­უს­რუ­ლებ­ლად ჰქონ­დეს რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი. ამის ნაც­ვ­ლად, უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თ­ვის უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ, თუნ­დაც, შვი­ლე­ბის გა­მო. ჩემ­თ­ვის უკ­ვე დად­გა ეს “უ­კე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღე”: ჩემ­მა შვი­ლებ­მა ღირ­სე­უ­ლად და­ას­რუ­ლეს ჯერ სკო­ლა, მე­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იშო­ვეს სამ­სა­ხუ­რი, უფ­რო­სი ოჯახ­საც მო­ე­კი­და და ბი­ნის შე­ძე­ნაც მო­ა­ხერ­ხა. ბედ­ნი­ე­რი ვარ შვი­ლე­ბით. ისი­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან.

– ყო­ფი­ლი ქმრის შე­სა­ხებ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ფე­რი გა­გი­გო­ნი­ათ?

– რო­გორ არა! დრომ ყვე­ლა­ფერს ახა­და ფარ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მე­ზობ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­უ­ვარ­და გულ­ში, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და და ჩვენს სახ­ლ­შიც მო­დი­ო­და, მე­და­ქა­ლე­ბო­და. სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ, თურ­მე, ჯერ ფა­რუ­ლად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, მე­რე კი ჯვა­რიც და­ი­წე­რეს – ეს მა­შინ, რო­ცა ჩე­მი მა­მამ­თი­ლი და­ვა­საფ­ლა­ვეთ და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან წე­ლი­წა­დიც გა­ვი­და. ანუ იმ ქალ­საც ისე უყ­ვარ­და, რომ თა­ნახ­მა იყო, თუნ­დაც მი­სი საყ­ვა­რე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე. თუმ­ცა, ასე­თი მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა არ დას­ჭირ­და და ჯვა­რი და­ი­წე­რეს. ეს რომ გა­ვი­გე, გა­დავ­წყ­ვი­ტე მო­მე­ძებ­ნა და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად დავ­შო­რე­ბო­დი. შე­ვუთ­ვა­ლე, რომ არ ვა­პი­რებ­დი მის­თ­ვის გზა გა­და­მე­ღო­ბა. მოკ­ლედ, დავ­შორ­დით და ხე­ლიც მო­ა­წე­რეს. ახ­ლა უკ­ვე სა­ერ­თო შვი­ლე­ბიც ჰყავთ – ორი გო­გო­ნა. ვი­ცი, თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ეს სუ­ლაც არ მიშ­ლის ნერ­ვებს, რად­გან უკ­ვე აღარ მიყ­ვარს.

– შვი­ლებს თუ აქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას? თუ გეხ­მა­რე­ბო­დათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მა­ინც?

– შვი­ლებს თა­ვი­დან­ვე ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და ისიც ვუთხა­რი, რომ თუ ოდეს­მე მა­მა მათ მი­მართ ყუ­რადღე­ბას გა­მო­ი­ჩენ­და, ამი­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი მექ­ნე­ბო­და. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ უმა­მო­ბას, მე­რე ამა­საც ისე შე­ეჩ­ვივ­ნენ, რო­ცა გა­მოჩ­ნ­და, აღარ მი­ი­ღეს: მა­მა კარ­გა ხნის წინ გა­მო­ვიგ­ლო­ვეთ. მა­მო­ბი­ლი კი ისე­დაც გვყავ­სო – ჩემს მაზლს გუ­ლის­ხ­მობ­დ­ნენ. მარ­თ­ლაც, ბი­ძის­გან ყუ­რადღე­ბა არას­დ­როს მოჰ­კ­ლე­ბია ჩემს შვი­ლებს და მი­სი მად­ლი­ე­რი ვარ. მას მე­რეც, რო­ცა ცო­ლი მო­იყ­ვა­ნა, ბავ­შ­ვე­ბი ყო­ველ ზაფხულს მიჰ­ყავ­და სო­ფელ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად და არც მი­სი ცო­ლი იყო წი­ნა­აღ­მ­დე­გი. უფ­რო მე­ტიც, ჩვენ დავ­მე­გობ­რ­დით და დღემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერთოOბა გვაქვს, რა­საც ვერ ვიტყ­ვი ელ­გუ­ჯას მე­ო­რე ცოლ­ზე: მათ მაზ­ლი და მი­სი მე­უღ­ლე კი არა, ის მე­ზო­ბე­ლიც არ იკა­რებს სი­ახ­ლო­ვეს, რომ­ლის ოჯახ­შიც ხში­რად მო­დი­ო­და და ვი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­იც­ნო ელ­გუ­ჯა. მე რომ და­მი­ნა­ხა­ვენ ხოლ­მე ის მე­ზობ­ლე­ბი, არ იცი­ან, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, სად და­ი­მა­ლონ. თით­ქოს გა­მუდ­მე­ბით მე­ბო­დი­შე­ბი­ან. არა­და, რა შუ­ა­ში არი­ან? ის ქა­ლი თუ არა, სხვა წა­მარ­თ­მევ­და ქმარს. მო­ღა­ლა­ტე ბუ­ნე­ბას ვე­რა­ფე­რი გა­მო­ას­წო­რებს – ეს კარ­გად ვი­ცი.

– თქვე­ნი შვი­ლე­ბი თუ იც­ნო­ბენ დებს?

– კი, იც­ნო­ბენ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ცი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. იმე­დია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თა­ნაც “დათ­ბე­ბა”. რო­ცა ის გო­გო­ნე­ბი წა­მო­იზ­რ­დე­ბი­ან, უფ­რო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან დას და ძმას. არ მინ­და, მშობ­ლე­ბის გა­მო პა­სუ­ხი ბავ­შ­ვებ­მა აგონ, ამის მომ­ხ­რე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ….
რაც შე­ე­ხე­ბა მა­მის წვლილს შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მე­ში: რო­ცა უფ­როს შვილს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბო­ლო კურ­სი უნ­და და­ე­ხუ­რა და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­სახ­დე­ლი დამ­რ­ჩა, რად­გან საქ­მე ისე ვერ აეწყო, რო­გორც მინ­დო­და, მა­მა­მის­მა შე­მო­მით­ვა­ლა, – თუ გინ­და, მე გა­და­ვიხ­დიო. გა­მო­დის, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იცო­და ჩვენ­ზე და რო­ცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მხო­ლოდ მა­შინ გა­მოთ­ქ­ვა შვი­ლის სწავ­ლა­ში ფუ­ლის გა­დახ­დის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა, უარი შე­ვუთ­ვა­ლე: აქამ­დე მე მო­ვიყ­ვა­ნე და რო­გორ­მე, უშე­ნოდ მო­ვა­ხერ­ხებ, ბო­ლო კურ­ს­ზე რომ არ ჩაშ­ხამ­დეს ყვე­ლა­ფე­რი. თუ ზედ­მე­ტი თან­ხა გაქვს, ჯო­ბია, ჩვენ­ზე მე­ტად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­რო-მეთ­ქი. ეს იყო და ეს, მის­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც კი არ მახ­სოვს… სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­გობ­რე­ბი მყავ­და კარ­გი და ისი­ნი და­მეხ­მარ­ნენ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა­ში, თა­ნაც ისე, რომ ვა­ლი არ დამ­დე­ბია – ეს ფუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ჩუ­ქეს. ამის­თ­ვის მა­თი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი უკა­ნას­კ­ნელ ამო­სუნ­თ­ქ­ვამ­დე. მინ­და გითხ­რათ, რომ კარგ მე­გო­ბარ­ზე უკე­თეს სა­გან­ძურს, უფ­რო ღი­რე­ბულს ვე­რა­ფერს შე­ი­ძენს ადა­მი­ა­ნი და მინ­და, ახალ თა­ო­ბას ვურ­ჩიო: და­ა­ნე­ბეთ თა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მე­გობ­რე­ბის ძებ­ნას. ეცა­დეთ, ისი­ნი “ლა­ივ­ში” იპო­ვოთ. ვინც კარ­გად ეძებს, აუცი­ლებ­ლად იპო­ვის სუ­ლის მე­ო­რე ნა­წილს, რო­მელ­თა­ნაც ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე იმე­გობ­რებს. მად­ლო­ბა უფალს, მე ასე­თი სუ­ლის ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ბევ­რ­ჯერ ვი­პო­ვე და ახ­ლა ძა­ლი­ან მდი­და­რი ვარ მე­გობ­რე­ბით. ის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­გი­ტანთ, შე­უც­ვ­ლე­ლია. კომ­პი­უ­ტე­რი ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­სა­გე­ბად, გო­ნე­ბის სა­ვარ­ჯი­შოდ, უცხო­ეთ­ში მყო­ფი მე­გობ­რე­ბის მო­სა­კითხად გა­მო­ი­ყე­ნეთ, ხო­ლო ისი­ნი, ვინც ახ­ლოს გე­გუ­ლე­ბათ, რე­ა­ლუ­რად და­ი­ნა­ხეთ. ნუ და­გე­ზა­რე­ბათ მე­გობ­რის გა­მო თუნ­დაც, ყინ­ვი­ან, წვი­მი­ან, ქა­რი­ან ამინ­დ­ში ქუ­ჩა­ში გას­ვ­ლა. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბა ღირს ყვე­ლა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვად.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა