თეგებით ძიება

ყველაზე ბუზღუნა, ბუტია და ჯაჯღანა ზოდიაქოს ნიშნები

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან ემოციურები არიან, ყველაფერი ახლოს მიაქვთ გულთან, ამიტომ თქვენი ერთი არასწორი სიტყვა და მის მრისხანებას დაიმსახურებთ. თუმცა მთავარი პრობლემა ეს არ არის, წინ კიდევ უფრო რთული გზა გელით, რადგან მათი შემორიგება საკმაოდ დიდ ბარიერთანაა დაკავშირებული. ჯობია განაწყენებულ კირჩხიბს კორექტულად მოუხადოთ ბოდიში, რადგან სინანულის ტექსტიდან შესაძლოა კიდევ გარკვეული ფრაზა ეწყინოს და უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის შემდეგ კი შესაძლოა სამუდამოდ გაიფუჭოთ მასთან ურთიერთობა.

თევზები

თევზებთან ყველაფერი გაცილებით რთულია. ისინი მარტივად პატიობენ მათ, ვინც აწყენინა, რაც ისევ თევზებისთვის არის ცუდი. ამ წყენის შესახებ არავის უყვებიან, მათი ქვეცნობიერი კი დიდხანს ინახავს და არავინ იცის, როდის ამოტივტივდება ზედაპირზე. ყოველი გახსენებისას კი ახლიდან განიცდიან ტკივილს. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას დაიმახსოვრეთ ორი მთავარი წესი: 1. არ გააბრაზოთ თევზები და 2. თევზები არ გააბრაზოთ.

თხის რქა

თხის რქასა სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას აფასებენ და პატივს სცემენ, უფრთხილდებიან და ხელის გულზე ატარებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ვერ იტანენ უწყინარ ხუმრობებსაც კი მათი მისამართით. თუ შემთხვევით მას გაანაწყენებთ, ეცადეთ შეცდომა მისივე ქებით გამოასწოროთ, არ დაიშუროთ დადებითი კომპლიმენტები მისი მისამართით – მხოლოდ ეს ხეხრი თუ გაჭრის და მის გულს ასე თუ მოალბობთ.

კურო

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან მარტივი დეტალებიც სწყინთ. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ბუტია და ბრაზიანია. მათ მდიდარი წარმოსახვა აქვთ და თითოეულ თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვას შეიძლება სხვადასხვა უარყოფითი განმარტება მოუძებნონ. შესაძლოა უწყინარი ხუმრობაც კი დიდ შეურაცხყოფად მიიღონ და ამით ურთიერთობა ძალიან გაიფუჭოთ მასთან. სამაგიეროს არ გადაგიხდით, უბრალოდ ერთი წყენა მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა