თეგებით ძიება

რჩევები – როგორი სექსი მოსწონთ ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი – ვერძს თავისუფალი სექსი მოსწონს. ზოდიაქოს ეს ნიშანი პარტნიორის სისუსტით და სინაზით იხიბლება. ვერძის უყვარს, როდესაც პარტნიორი თმას ჰქაჩავს, სახეზე ეხება და კეფაზე სჭირდებს ხელს. ის საწოლში ეგოისტია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარია, თავად დაკმაყოფილდეს, ვერძს აგრესული და სწრაფი სექსი მოსწონს.

კურო – კუროსთვის მთავარი სურნელება და შეხებაა . ის ერთადერთია, რომლისთვისაც პარტნიორის შეგრძნება, შეხება და მთელი არსებით ფლობა სექსის დროს უმნიშვნელოვანესს ფაქტორს წარმოადგენს. არ უყვარს სპონტანური და მრავალფეროვანი სექსი.

ტყუპები – ტყუპებს სექსის დროს საუბარი უყვარს. კოცნა და მოფერება ისეთი სიტყვების გარეშე, როგორიცაა ,,მიყვარხარ; ,,მინდიხარ; ,,აღმაგზნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ტყუპს როლების შენაცვლება და მრავალფეროვნებაც ხიბლავს. საწოლში ხშირად ის სასაცილო და მხიარულია.

კირჩხიბი – კირჩხიბი ყველაზე სენსიტიური და ტკბილი პარტნიორია. რომანტიული ბუნება სექსის დროსაც არ შორდება, თუმცა, ამავდროულად, აგრესიული, უხეში, სწრაფი და სპონტანური სექსიც მოსწონს. კირჩხიბს სექსუალური სცენარის დადგმა და გათამაშებაც ახასიათებს.

ლომი – სექსისას ლომი თავს ღმერთად მიიჩნევს. მას მუდამ სურს, საუკეთესო იყოს და პარტნიორს სიამოვნება მიანიჭოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ინტიმური კავშირის პროცესში საოცრად ეჭვიანია, თუმცა ამ ფაქტს წარმატებით მალავს. ლომს საყვარელი ქალის/კაცის სხვადასხვანაირ პოზასა და როლში ნახვა სურს.

ქალწული – ქალწულისთვის სექსი არა მხოლოდ სიამოვნება, არამედ ფუნქციაა. მას ჯანსაღი სექსი და რელაქსაცია ხიბლავს. ზოდიაქოს ამ ნიშანს პარტნიორისთვის მცირე “საჩუქრის გაკეთებაც ახასიათებს”..

სასწორი – მშვიდი და მზრუნველი სასწორი პარტნიორზე საწოლშიც ზრუნავს. ის ცდილობს, ასიამოვნოს ქალი/კაცი და თავადაც ორგაზმი სინთეზში განიცადოს. სექსის დროს სასწორი გაწონასწორებული და დაბალანსებულია.

მორიელი – მორიელის სექსუალური აქტივობა ცნობილი ფაქტია. ის ყველაფერზე წამსვლელი. მზადაა, ვნებების მორევში გადავარდეს და თან პარტნიორის გაიყოლოს. მორიელს არც ექსპერიმენტების ეშინია.

მშვილდოსანი – მშვილდოსნითვის სექსი სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. ის საწოლში მხიარული და აქტიურია. მართალია, საწოლში ეგოისტია, თუმცა უყურადღებოდ არც პარტნიორს სტოვებს.

თხის რქა – თხის რქის რეპუტაცია სექსში არც თუ ისე დაბალანსებულია. მას ძლიერი პარტნიორი მოსწონს. მის გვერდით თხის რქა კიდევ უფრო ძლევამოსილად გრძნობს თავს და ძალათა ეს ჭიდილი საოცრად აღაგზნებს.

მერწყული – დათანხმდა ან ,,დატოვე ეს ალტერნატივა მერწყულზეა ნათქვამი. რატომ? იმიტომ, რომ მერწყული სექსისას თბილი და მგრძნობიარე არ არის. ის უხეში, ბინძური, თავხედი და მოძალადეა.

თევზები – თევზებს ფლირტი სექსის დროსაც უყვარს. ის მზადაა, ყველანაირი გამოცდილება მიიღოს და დაიხვეწოს. დახვეწა კი თევზს სიამოვნების მინიჭებისთვის სურს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა