თეგებით ძიება

ვინ არის თქვენი სულიერი თანამგზავრი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ყავთ ადამიანებს ბევრი სულიერი თანამგზავრი? სულაც არა! სულიერი თანამგზავრი არის ის, ვისი ხასიათი, ტემპერამენტი და ნაკლოვანებები თქვენსას ჰგავს. როცა ასეთ ადამიანს ხვდებით, ორივე ხვდებით, რომ ერთმანეთი შეგიყვარდებათ. მეგობარი თუ კომპანიონი – როგორ ვიპოვნოთ ის?

ჰოროსკოპის ყველა ნიშანს ჰყავს ტყუპი. მათ მსგავსი ცხოვრების რიტმი და მსოფლმხედველობა გააჩნიათ.

ვერძი

თქვენთვის მერწყულია! ცნობილი ხართ იმპულსიურობით და როცა რაიმეს დაისახავთ, ვერაფერი შეგაჩერებთ. მერწყულის ენეგია იდეალურად გეხამებათ. ისინი ორიგინალურები და ამოუცნობები არიან, რაც გიწვევთ.

კურო

თავმდაბალი ქალწული კუროსთვის იდეალურია. ეს მიწის ნიშნები დამზოგველები არიან. აინტერესებთ სტაბილურობა და სერიოზული ურთიერთობები. ამასთან, ორივეს მოსწონს ფიტნესი და ჯანსაღი ცხოვრევის სტილი. შესაძლეველია ერთმანეთს დილის სირბილის დროს ან სავარჯიშო დარბაზში შეხვდეთ.

ტყუპები

მოუსვენარ ტყუპებს თაცისნაირად მარჯვე და მსუბუქი პარტნიორი – სასწორი სჭირდება. ისინი გაგიგებენ და მშვიდად მოუსმენენ თქვებს დაუსრულებელ ისტორიებს თქვენზე თუ სხვებზე.

კირჩხიბი

კირჩხიბი და თევზები საუკეთესო წყვილია. ორივე ექსტრემალურად ემოციური ხართ და სამყაროს თქვენი წარმოსახვის პრიზმიდან უყურებთ. ისე როგორც არავის გესმით ერთმანეთის უეცარი მოწყენა თუ სიხარული. თევზები თქვენს სათუთ გულზე იზრუნებენ.

ლომი

ლომი სოციალურია და სჭირდება ის, რომელიც ქვეყნის დასალიერამდე წაყვებათ. თქვენს ტოლს მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ აღმოაჩენთ. ეს ნიშანი ყოველთვის მიდრეკილია სწავლის, აღმოჩენის და მოქმედებისკენ. ერთად მთებს გადადგამთ.

ქალწული

ქალწულები სენსიტიურები და გულჩათხრობილები არიან. პრაქტიკული და პირდაპირი კუროები თქვენი მეგობრები და მცველები გახდებიან. ამასთან, ორივე გურმანები ხართ და პირველი პაემანი ძვირფას რესტორანში უნდა მოაწყოთ.

სასწორი

სასწორი მოხიბლულია ტყუპების სწრაფი და მჭერმეტყველური საუბრით. თქვენთვის აუცილებელია კარგი მოსაუბრე და ესთეტი პარტნიორი გყავდეთ. ერთმანეთს საუბრის მანერით ამოიცნობთ და საერთო მეგობრების მეშვეობით გალერეებსა თუ აოციალურ ქსელებში გადაიკვეთებით.

მორიელი

ძლევამოსილ და დომინანტურ მორიელს თავისი ტოლი სჭირდება. ამ ვაკანსიას თხისრქაზე უკეთ ვერავინ დაეპატრონება. ამ ადამიანების მისტიციზმი თქვენსასთან ჰარმონიაში მოდის. ორივე მოსიყვარულე ხართ და დაწყებულ საქმეს ასრულებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს სჭირდება ადამიანი იგივე კარიერითა და სტატუსის ამბიციით – ქარიზმატული და დამოუკიდებელი ლიდერი. ადამიანი, რომელიც მუდამ პროჟექტორის სინათლეშია მოქცეული, მაგალითად ლომი.

თხისრქა

თხისრქას საიდუმლოებების თავისთვის დატოვება უყვარს და იშვიათად იხსნება, ინტუიციურ კომუნიკაციას ამჯობინებს. მისტიკური მორიელი საუკეთესოა ამ მხრივ. როცა ერთმანეთს შეხვდებით, ორივე იგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი.

მერწყული

მერწყულები გაუთვიცნობიერებლად ეძებენ მუდამ პარტნიორს და ამიტომ შეიძლება ხშირად უბრალოდ ლაპარაკისას ან სადმე ღონისძიებაზე შეხვედრილი ადამიანით დაინტერესდნენ. აქტიური და ენერგეტიკული ვერძები დიდი ძალისხმევით დაგეხმარებიან გეგმების რეალიზებაში.

თევზები

წყალი ინტუიციის, ღრმა გრძნობების და წარმოსახვის ელემენტია. ზედაპირული ურთიერთობები მათთვის არაა. დიდხანს მოუნდებიან დაშორებასთან შეგუებას. კირჩხიბები საკუთარი ზრუნვის და დამშვიდების უნარებით ბედნიერს გაგხდიან.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა