თეგებით ძიება

23 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. დაძაბული დღეა, რომელიც საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. სამსახურში გაუგებრობები ან თანამშრომლებთან განხეთქილებებია მოსალოდნელი. არ ღირს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება. შეეცადეთ ფხიზლად იყოთ, რადგან არაკეთილოსურნე კვლავ შეეცდება თქვენთვის ზიანის მოყენებას. თქვენს მოქნილობასა და წინდახედულობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

კურო. დღეს პანიკა და გაურკვევლობა შეგიპყრობთ. ეს დღე ფინანსურ სფეროში დიდი საშიშროებითაა აღსანიშნავი. არაა სასურველი ახლობელ ადამიანებთან საუბარი.

ტყუპები. რომანტიკულ ურთიერთობაში აქტივობაა მოსალოდნელი. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან გაძლიერებული ინტერესი გელით. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საბედოსთან შეხევდრაც კი გელოდებათ. ამ დღეს რეალიზებულ შემოქმედებით ნიჭს შეუძლია ძირ-ფესვიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება და გაგიყვანოთ აქამდე მიუწვდომელ მწვერვალებზე. შეგიძლიათ სტუმრად წახვიდეთ ან თავად დაპატიჟოთ თქვენთან ვინმე.

კირჩხიბი. დაკავდით სახლის დალაგებით. ეს ძალიან გარგებთ. მეტი დაისვენეთ, ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, გაუფრთხილდით გულსიხლძარღვთა სისტემას.

ლომი. დღეს შესაძლოა რამდენიმე რთული საქმის ერთდროულად გამკლავება მოგიხდეთ, რაც თქვენგან დიდ დროსა და ძალისხმევასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებასაც მოითხოვს. თუ დღის მეორე ნახვარში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მაშინვე ექიმს მიმართეთ, - ავადმყოფობა შეიძლება სერიოზული აღმოჩნდეს.

ქალწული. არავის ასესხოთ ამ დღეს ფული, არც დიდი და არც პატარა თანხა. სავარაუდოდ მას უკან არავინ დაგიბრუნებთ. იმისათვის, რომ ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ, მოიფიქრეთ საპატიო მიზეზი ამ უხერხული მომენტისთვის თავის ასარიდებლად.

სასწორი. დღევანდელი ჰოროსკოპი სიმშვიდესა და კეთილდღეობას გპირდებათ ოჯახში. წარმატებული პერიოდია პირადი ცხოვრებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად.

მორიელი. შინაურებისთვის გემრიელი საუზმის მომზადებით თქვენ შეეცდებით დაალაგოთ ურთიერთობები ოჯახში. არავინაა დამნაშავე იმაში, რომ ცუდი განწყობა გაქვთ.

მშვილდოსანი. დღევანდელი დღე მშვილდოსნებისთვის მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის. ფიტო და არომა თერაპიებით დაკავება შესამჩნევ ეფექტს მოგცემთ.

თხის რქა. დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან: დაივიწყეთ წყენები, დააბრუნეთ ვალები, აპატიეთ მწყენინებლებს და თავად ნახავთ როგორ დალაგდება ყველაფერი თავის ადგილას. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას: განსაკუთრებით გულსა და თვალებს. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

მერწყული. გაუგებრობა, რომელიც დღეს შეიძლება მოხდეს, ვერ გაგიფუჭებთ განწყობას. მთლიანობაში წარმატებული დღე გელით, რომელიც მრავალი სხვადასხვაგვარი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ზოგიერთ მერწყულს სასიამოვნო ნაცნობობა ან მცირეოდენი ფინანსური შემოსავალი ელის.

თევზები. ეძიეთ დახმარება და რჩევები ძველ, გამოცდილ მეგობრებში. სწორედ ისინი აღმოგიჩენენ მხარდაჭერას და დაცვას. ამ დღეს შესაძლოა საქმიანი მივლინება შემოგთავაზონ და დათანხმდით. ეს ახალ მეგობრებს და საინტერესო კავშირებს შეგძენთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა