თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

“მე არაფერი მაქვს სალაპარაკო ვანო მერაბიშვილთან, არ შემცვლია ჩემი წარმოდგენები\'\'- ბესელია მერაბიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არ აპირებს ვანო მერაბიშვილთან მოლაპარაკებებს ან რაიმე სახის კონსულტაციებს. მისივე თქმით, ოპოზიციასთან დიალოგზე მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ სურს მართლმსაჯულების სისტემის შეცვლა და წინასააწრჩევნოდ სამართლიანი პირობების შექმნა. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, “ლეიბორისტულ ოფისში” ოპოზიციის მორიგ შეხვედრამდე განაცხადა.

“მე არაფერი მაქვს სალაპარაკო ვანო მერაბიშვილთან, არ შემცვლია ჩემი წარმოდგენები ამასთან დაკავშირებით, რასაც ვფიქრობდი, ზუსტად იგივეს ვფიქრობ დღესაც. მე ვესაუბრები სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი უნდა ჰქონდეს. მე არ ვხედავ, რომ ის აქ უნდა მოვიდეს და არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს”, – განაცხადა ბესელიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა