თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა