თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

საკონკურსო კომისიის გადწყვეტილებით, დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში ვახო ხუზმიაშვილის მოსვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა.

ვახო ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

კომისია, რომელმაც ტელევიზიის დირექტორის მოადგილე შეარჩია, გასაუბრება დახურა. მიზეზებზე საუბარი კომისიის წევრმა, ნინო უტიაშვილმა არ ისურვა. იგი აჭარის ტელევიზიაში იურიდიული მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობს. კონკურსი დახურეს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებისთვისაც, ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ დღეს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ვახო ხუზმიაშვილთან გასაუბრების მოსასმენად ჟურნალისტები არ შეუშვეს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტი 2 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური, როცა ნათია ზოიძემ ეს პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა