თეგებით ძიება
21. 02. 2020 News-ები

"ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას ესმით მხოლოდ ძალის ხმა და მათ უნდა დავანახოთ ეს ძალა" - ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში საერთო ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართა, სადაც განიხილავდნენ სამომავლო გეგმებს, ამ თემასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა \'\'საქართველოს ეროვნული დემოკრატების\'\' ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ, მისი თქმით ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი, რათა ხალხის ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს რადგან ეს არის ხალხის ძალა.

\'\'მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის ძალიან არაპერსპექტიული დამოკიდებულება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც სქართველოში ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო როგორიცაა პროპორციული სისტემა, გადააგდო ხალხი და გადააგდო საერთაშორისო თანამეგობორბა და მე არამგონია რაიმე მოლაპარაკებამ შედეგი მოიტანოს. ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას ესმით მხოლოდ ძალის ხმა და მათ უნდა დავანახოთ ეს ძალა. ეს ძალა არის ხალხის და ეს ძალა არის ხალხის ქუჩაში გამოსვლაში, ჩვენ მაქსიმალაურად მობილიზებულები ვართ იმისთვის, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აპრილის ის მნშვნელოვანი აქცია წარმატებით ჩატარდეს და ბიძინა ივანიშვილმა გაიგონოს ხალხის ხმა.’’ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა