X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
კობი ბრაიანტის ცოლი ავიაკომპანიასა და გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრებს უჩივის
  • კობი ბრაიანტის ცოლი ავიაკომპანიასა და გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრებს უჩივის

    კობი ბრაიანტის ცოლმა ვანესა ბრაიანტმა სარჩელი შეიტანა კომპანია Island Express Helicopters-ისა და გარდაცვლილი პილოტის არა ზობაიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ. წერს hollywoodreporter.


    ამ კომპანიას ეკუთვნოდა ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა გასულ თვეს განიცადა. რის შედეგადაც კობი ბრაიანტი, მისი შვილი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

    სარჩელის ასლი გამოცემა Los Angeles Times-მა მოიპოვა. სარჩელში ნათქვამია, რომ ვერტმფრენის პილოტმა არა ზობაიანმა ჩვეულებრივი სიფრთხილე არ გამოიჩინა, როდესაც ნისლიანი ამინდის პირობებში აფრინდა.

    ვანესა ბრაიანტი აცხადებს, რომ ნისლისა და დაბალი ღრუბლების გამო ტურ-კომპანიებმა ვერტმფრენებს დაშვება აიძულეს, თუმცა პილოტმა მოითხოვა სპეციალური ნებართვა ფრენის გასაგრძელებლად.

    იგი აცხადებს, რომ Island Express-ის სერტიფიკატი უკრძალავს მათ პილოტებს მსგავს პირობებში ფრენების განხორციელებას და აქამდე, ზობაიანს ავიაციის ფედერალური სამსახურისგან აღნიშნული წესის დარღვევისთვის გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

    41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა.

    29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბრაიანტის ვერტმფრენს სასიცოცხლო გამაფრთხილებელი სისტემა არ ჰქონია.
    194 ნახვა
    loading...
    25-02-2020, 04:06