თეგებით ძიება

28 თებერვლის ასტროლოგური პროგნოზი

ვერძი. დღეს ისეთი მომხიბვლელი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთათვის, როგორც არასდროს. შესანიშნავი განწყობა და საკუთარი თავის რწმენა მოგცემთ შანსს მიიპყროთ იმ ადამიანის ყურადღება, ვინც გესიმპათიურებათ.

კურო. დღეს კარგი იქნება თუ უარს იტყვით რთულ და დამღლელ საქმეებზე. გადამეტებული დატვირთვა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.

ტყუპები. ხელსაყრელი დღე გელით. სავარაუდოდ წამატებას მიაღწევთ ფინანსურ სფეროში ან მომგებიანი ლატარიის ბილეთის მფლობელი გახდებით. თუმცა არცერთ შემთხვევაში არ ღირს დავიწყება „საარსებო პურისა": შეეცადეთ არ დახარჯოთ ფული ისეთ რამეში, რაც პირველადი მოხმარების არაა. ხელსაყრელი პერიოდია ინტიმურ ცხოვრებაში აქტივობისათვის.

კირჩხიბი. სასურველია გენერალური დალაგება აწარმოოთ. გელით მოულოდნელი ზარები და ვიზიტები. დაუთმეთ ყურადღება პარტნიორებს, ნათესავებსა და მეგობრებს. კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს მოგობრულ წრეში გაატარებთ და სასიხარულო ატმოსფეროთი დატკბებით.

ლომი.
შეგექმნებათ პრობლემები, რაც დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. მთელი ყურადღება ძირითადი საკითხების გადასაჭრელად მიმართეთ. იცურეთ დინების მიმართულებით, ის თავად გაგიყვანთ საჭირო ადამიანებამდე. სიმშვიდე და წონასწორობა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ შრომისუნარიანობა და მოიკრიბოთ ენერგია.

ქალწული.
დაძაბული დღე გელით. მოსალოდნელია გაუგებრობები, სიცრუე და პროვოკაციები. რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ლოგიკურად იაზროვნეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, სავარაუდოდ ის ვერ დასრულდება ისე, როგორც დაგეგმავთ. დაუთმეთ ყურადღება ოჯახს, დაკავდით ბავშვების განვითარებით და სახლის მოწყობით.

სასწორი.
შეეცადეთ დღეს ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების დავალებები, ნუ მისცემთ მათ უკმაყოფილების საბაბს. ერთ-ერთი არახელსაყრელი პერიოდია თქვენი ხასიათის გამოსავლენად. არ ღირს იმიჯის შეცვლაც. შეეცადეთ აკონტროლოთ ემოციები და უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არსებობს სხვადასხვაგვარი ტრავმის მიღების საშიშროება.

მორიელი.
უახლოეს მომავალში შეძლებთ შესამჩნევი ნაბიჯი გადადგათ წინ კარიერულ საფეხურზე. შეეცადეთ ექსპერიმენტებს მიმართოთ ჩვეული საქმიამონის შესრულებისას.

მშვილდოსანი. რწმენა იმისა, რომ მეტი შეგიძლიათ, დაგეხმარებათ უფრო თავდაუზოგავად იშრომოთ. შეეცადეთ ყველა კრედიტი გაისტუმროთ. შემოქმედება და სიყვარული ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ.

თხის რქა. სასურველია ეს დღე სამსახურსა და დოკუმენტაციის მოწესრიგებას დაუთმოთ. ამ მნიშვნელოვანი საბუთების დაწვრილებითი ანალიზი დაგეხმარებათ სწორი „განაჩენი" გამოიტანოთ, გაიგოთ როდის და რა მომენტში დაუშვით შეცდომები.

მერწყული. ამ დღეს რომანტიკული მოგინებები შემოგაწვებათ. ამის კვალდაკვალ შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვინც ოდესღაც გიყვარდათ.

თევზები. დღეს ვერ შეძლებთ თანამშრომლების თანამონაწილეობის გარეშე გაართვათ თავი საქმეს. არსებობს საკითხები, სადაც გუნდური მუშაობა უკეთეს შედეგს იძლევა და წარმატების მეტი შანსიც აქვს. თანაც ეს შესაძლებელია ნაკლები დროისა და ძალისხმევის ხარჯზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა