როგორ „მკურნალობენ“ გატეხილ გულს ზოდიაქოს ნიშნები?
ურთიერთობაში ღალატის შემდეგ ზოგი ემოციებს გულში იკლავს, ზოგს ახლო მეგობართან გულის გადაშლა ესაჭიროება, ზოგიც ფსიქოლოგის გარეშე ვერ ერევა. როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სულიერი რეაბილიტაციისთვის თავისებური მეთოდი აქვს. ვნახოთ, ვის რა...
ვერძი
როცა ურთიერთობები დასრულდება, ვერძს შეუძლია, თავისი თავქარიანი ქცევით დატკბეს. ადრე თავისი ქცევები კონტროლქვეშ ჰქონდა, მაგრამ ახლა თავისუფალია და შეუძლია, ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რაც ადრე მის ყოფილ პარტნიორს არ მოეწონებოდა.
კურო
კურო ძალიან განიცდის განშორებას და ნებისმიერ ადამიანთან ცდილობს დარდის განქარვებას, მათ შორის შესაძლოა, ყოფილი თაყვანისმცემლებიც აღმოჩნდნენ. ამით ის უსამართლოდ იქცევა, რადგან ყოფილებს იმედს აძლევს. ის ამ პერიოდში სულიერ კომფორტს გამწარებული ეძებს.
ტყუპები
ტყუპები მუდმივი მხიარულების რეჟიმში გადადიან, რაც ბევრ ალკოჰოლსა და რეალობისგან მოწყვეტას მოიცავს. მას ჰგონია, რომ განცდილი კრახის შემდეგ ფეხზე წამოდგომა შეუძლებელია და ზოგჯერ ძალიან გულჩვილი ხდება.
კირჩხიბი
ის მზადაა, საკუთარ გრძნობებზე ნებისმიერს ესაუბროს. იგი დაწვრილებით "გადაამუშავებს" თავის ემოციურ ისტორიას და შეეცდება, სხვების თანაგრძნობა გამოიწვიოს.
ლომი
ლომი გარდერობს განაახლებს და ყოფილ პარტნიორთან დაკავშირებულ სამოსს თავიდან მოიშორებს. მას არ სურს წარსულის გახსენება, ამიტომაც პარტნიორის ყველა საჩუქარს ბუნკერში მოისვრის. ლომისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ლომი ერთ-ერთი სტრესგამძლე ნიშანია.
ქალწული
ის მთელ ძალისხმევას მიმართავს, რათა ნეგატიური აზრები შეაჩეროს. ქალწულებს შეუძლიათ, ნებისმიერი ვითარება „შეაკეთონ“, ამიტომაც მწარე მოგონებებში ჩაფლობის ნაცვლად, პარტნიორს მშვიდობიან გზას უსურვებენ.
სასწორი
სასწორი საკუთარ თავს ხალხში გასვლას აიძულებს, თუნდაც ეს კინოში ან ბაზრობაზე წასვლა იყოს. საქმე ის არის, რომ ყოფილი პარტნიორი მაინც მუდამ ფიქრებში ეყოლება და ზღვა ხალხში თვალებით მაინც ყოფილი პარტნიორის ძებნას შეეცდება.
მორიელი
მორიელს პატიება და დავიწყება ძნელად გამოსდის. განშორების შემდეგ უამრავ შეტევას განახორციელებს, თუნდაც Facebook-ით. მისი მიზანია, ყოფილი პარტნიორი უბედური იყოს და იტანჯებოდეს. მართალია, მისი დანახვაც აღარ სურს, მაგრამ რაღაც დონით კავშირს მაინც უნდა გრძნობდეს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი წინსვლას განაგრძნობს. თუ თავიდანვე ვერ შეძლო გატეხილი გულის გამთელება, შეეცდება, ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც ყოფილ პარტნიორთან ერთად არ ყოფილა, რათა არანაირი მოგონება არ გააღვიძოს. თუკი ეს არ გამოუვა, შეეცდება, სხვანაირად მიიღოს ახალი შთაბეჭდილებები.
თხის რქა
გულგატეხილი თხის რქა საკვებს ეძალება და წონაში მატულობს, რის შემდეგაც თავს კიდევ უფრო უბედურად გრძნობს. მისი საიდუმლო გეგმა შემდეგია: მისი წარმატებებითა და საუკეთესო გარეგნობით ყოფილი პარტნიორი შურით გასკდეს. არადა ეს ნიშანი დიდხანს ვერ გამოიტირებს დასრულებულ რომანს.
მერწყული
ყოფილი პარტნიორისთვის მას არაფერი ცუდი არ სურს, თუმცა ხშირად ოცნებობს, რომ მის ყოფილს მასზე უარესი თანამგზავრი გაუჩნდეს. მერწყული შეეცდება, გულისტკივილი სამუშაოში ჩაიკლას. როცა ის რაიმეთია დაკავებული, ტკივილი ნელდება. სამუშაო მერწყულს კალაპოტში ჩადგომაში ეხმარება.
თევზები
თევზები ტკივილს კრეატივად აქცევენ. ზოდიაქოს ამ ნიშანს ეუხერხულება, ილაპარაკოს იმაზე, რის თქმაც სურს. განშორება - ეს მისთვის მუზაა და რაც უფრო მტკივნეულია პროცესი, მით უფრო შლის ფრთებს შემოქმედებითად. ზოგჯერ თევზები განშორების მადლობლებიც კი არიან.
წყარო: funtime.ge