თეგებით ძიება

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. კარგი იქნება დილის ფიზიკური გამამხნევებელი ვარჯიშებით დაწყება, რაც მთელი დღის სამყოფი ენერგიით დაგმუხტავთ. მოულოდნელი შეხვედრები და ნაცნობობა გელით საინტერესო ადამიანებთან. არაა გამორიცხული დამაინტრიგებელი წინადადებაც მიიღოთ. საღამოს შესაფერისი დროა რომანტიკული შეხვედრის ან ნიშნობისათვის.

კურო. შეცდომა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაუშვით, აისახა არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენთვის საყვარელ ადამიანზეც. დღეს მოგიწევთ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და მიხვდეთ - გაქვთ თუ არა საერთო მომავალი.

ტყუპები. ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, ფიზიკური დატვირთვის, გასეირნებისა დ ახალი ადამიანების გაცნობისათვის. ასევე კარგი დღეა სახლში რემონტის დასაწყებად და მომგებიანი შენაძენის გასაკეთებლად, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. შეეცადეთ დაუთმოთ დრო საკუთარ ოჯახს. შეგიძლიათ გაახაროთ ახლობელი ადამიანები საჩუქრებით ან უბრალოდ გაისეირნოთ მათთაან ერთად.

კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის ეს დღე ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე იქნება. შესაძლოა საკუთარი ძალების მიმართ იმედგაცრუება განიცადოთ ან ემოციურობისა და თვითრწმენის უჩვეულო გამობრწყინება. ძალიან ყურადრებით ყოფნა გმართებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარი თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენ ნათელ ფერებს შემოიტანს, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.

ლომი. ამ დღემ შეიძლება მოგიტანოთ დიდი ცვლილებები. უფრო მკვეთრად ეს პირად ცხოვრებაში გამოვლინდება. მარტოხელა ლომებს დიდი შანსი გაქვთ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს თქვენს მომავალ ცხოვრებაში და შესაძლოა ქორწინებითაც კი დააგვირგვინოთ ურთიერთობა. დაქორწინებულ წყვილებს კი პირიქით, რთული პერიოდი დაგიდგებათ, რაც თქვენს ურთიერთობას სიმყარეზე გამოცდას მოუწყობს. სავარაუდოა, რომ ბევრი ოჯახური ურთიერთობა არ აღმოჩნდება გულწრფელი და გაყრაც მოსალოდნელია.

ქალწული. სწორედ დღეს გეძლევათ შესაძლებლობა ფრთები შეასხათ დიდი ხნის ოცნებას საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს.

სასწორი.
თქვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ ხელსაყრელი დღის გამოყენებაა ადრე დაწყებული სახლის საქმეების დასასრულებლად. ყველაფერს ძალიან მარტივად და სწრაფად გაართმევთ თავს როცა კარგი განწყობა გაქვთ.

მორიელი. კრიტიკული დღეა. წარმატება საქმეში მხოლოდ იმ მორიელების ხვედრი იქნება, რომლებსაც შეუძლიათ საღი გონებით შეაფასონ სიტუაცია. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან მივლინებაში გამგზავრება - ეს მარცხით დასრულდება. უმჯობესია ეს დღე ბავშვებთან ან ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

მშვილდოსანი. ძალიან ხელსაყრელი დღეა საყვარელი საქმის დასაწყებად. გეძლევათ შესაძლებლობა გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ან მომგებიანი შენაძენი გააკეთოთ. შეგიძლიათ მეგობრების ან გამოცდილი, საიმედო პარტნიორების დახმარებისა და რჩევების იმედი გქონდეთ. მანდილოსანი მშვილდოსნებისთვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავალი. მამაკაცი მშვილდოსნებისთვის კი პირიქით, არასასურველია ხმაურიანი შეკრებები და წვეულებები. დღეს არ ღირს მაგიით დაკავება ან მხედველობის დაძაბვა. ამ დღის სიზმრები 1 კვირაში ასრულებას გპირდებათ.

თხის რქა. დღეს თავშეკავება და დელიკატურობა გმართებთ იმისათვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან კონფლიქტი არ მოგივიდეთ და ეს დღე სკანდალებში არ გაატაროთ.

მერწყული. დაისვენეთ ოჯახთან ერთად. თუ დაჩა გაქვთ, ეს საუკეთესო ადილი იქნება ამ დღის გასატარებლად. თუ არა გაქვთ, ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ. აქტიური ასვენება დაგეხმარებათ სტრესისაგან გათავისუფლებაში და ძალების აღდგენაში.

თევზები. დადგა დრო ახობელ ადამიანებს სასიხარულო სიალე შეატყობინოთ. მაგალითად, ტელეფონით დაურეკოთ მათ ან მოინახულოთ ტკბილეულით ხელდამშვენებულმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა